სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია

მომზადება დიდი მარხვისათვის

დიდ მარხვას წინ უძღვის მოსამზადებელი შვიდეულები. ღვთისმსახურებათა ციკლი დიდი მარხვისა და მოსამზადებელი შვიდეულებისა
იწყება  მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკით და მთავრება ვნების შვიდეულის დიდ შაბათს (სულ 70 დღე). მსახურებები მითითებულია
ლიტურგიკულ კრებულში – ტრიდიონ მარხვანში.

დიდი მარხვისათვის მზადება იწყება ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ. საკუთრივ დიდ მარხვას წინ უძღვის ოთხი

მოსამზადებელი შვიდეული: მეზვერისა და ფარისევლის, უზრები შვილის, ხორციელისა და ყველიერის.

მოსამზადებელი შვიდეულებით ეკლესია ამზადებს მრევლს მარხვისათვის. მეზვერისა და ფარისევლის კვირაკე ხსნილია,

რასაც მოსდევს კვირიაკე ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის დღეებით. ამას მოსდევს თავშეკავების უმაღლესი
საფეხური – ხორცის აკრძალვა. მოსამზადებელი მსახურებით ეკლესია განაწყობს მრევლს მარხვის, სინანულისა და
სულერი ღვაწლისათვის, მოაგონებს სამყაროსა ადამიანის შექმნის პირველ დღეებს, პირველ ადამიანთა ნეტარ ყოფას,
მათ დაცემას და ადამიანის გადასარჩენად უფლის განკაცებას.

ყველიერის შაბათის სვინაქსარში ნათქვამია, ვითარცა წინამძღოლი მწყობრში მდგარი ჯარის წინ ჰყვებიან წარსული მამების

გმირობებზე და ამით ამხნევებენ მებრძოლებს, ასევე წმიდა მამები მარხვაში შესულები მიუთითებენ წმ. მამებზე, რომელნიც
განათლდნენ მარხვაში და გვმოძღვრავენ, რომ მარხვა არის არა მარტო საკვებზე უარის თქმა, არამედ ენის მოთოკვა,
გულისა და თვალის გასუფთავება.
დიდი მარხვისათვის ასეთი მომზადება არის ეკლესიის უძველესი დადგენილება. ჯერ კიდევ IV საუკუნის წმინდა მამები ბასილი დიდი,
იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, თავიანთ ქადაგებებში აღნიშნავენ დიდი მარხვის მოსამზადებელ შვიდეულებში თავშეკავებაზე.

VII საუკუნეში ღირსი მამები თეოდორე და იოსებ სტუდიეელებმა შეადგინეს უძღები შვილის, ხორციელ და ყველიერ

შვიდეულთა მსახურებები. IX საუკუნეში ნიკომიდოს მიტროპოლიტმა გიორგიმ შეადგინა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკის საგალობელი კანონი.

ამზადებს რა მარხვასა და სინანულისათვის, ეკლესია პირველ კვირას მეზვერისა და ფარისევლის მაგალითით შეახსენებს მორწმუნეებს

მორჩილებას, როგორც სინანულისა და ყოველგვარი სათნოების ჭეშმარიტ საწყისსა და საფუძველს და ამპარტავნებას,
როგორც ცოდვის ძირითად წყაროს, რომელიც ბილწავს კაცს, აშორებს მას ადამიანებს, განაყენებს ღვთისგან.

მორჩილება, როგორც გზა სულიერი აღმავლობისაკენ, აჩვენა თავად მაცხოვარმა, რომელმაც თავი დაიმდაბლა ადამიანური

ბუნების უძლურებამდე – "ხატი მონისაი მიიღო” (ფილ. 2,7).
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულის საგალობლებში ეკლესია მოუწოდებს განვაგდოთ უკეთური ამპარტავნება,
ბოროტი სიამაყე, დამღუპველი განდიდება და დაცინვა.

სინანულის გრძნობის გასაღვივებლად და ცოდვათა შეხსენებისათვის ეკლესიამ დააწესა მოსამზადებელი შვიდეულის კვირის ცისკარზე,
დაწყებული მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკედან დიდი მარხვის მეხუთე კვირის ჩათვლით, სახარების წაკითხვის შემდეგ
"აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ”, იგალობება, იკითხება 50 ფსალმუნი საგალობელ კანონთა წინ იგალობება დასდებლები:
"მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...”, "ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან”, ღვთისმშობელო...,” "მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნულთა,
გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი...” ამასთან, ეკლესია 70 დღიან პერიოდს აკავშირებს რა ისრაელის 70 წლიან ბაბილონის
ტყვეობაში ყოფნასთან, ზოგ მოსამზადებელ კვირეებში დასტირის ახალი ისრაელის სულიერ ტყვეობას, 136-ე ფსალმუნის გალობით:
"მდინარეთა ზედა ბაბილონისათა, მუნ დავსხედით, და ვტიროდით...”

სინანულის დასდებლების პირველივე ტროპარში "მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...” ჩადებულია იგავი მეზვერის შესახებ:

მისგანაა აღებული შედარებები სინანულის გრძნობის საჩვენებლად. მეორე ტროპარის – "ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან...”
საფუძველში დევს იგავი უძღებ შვილზე. მესამე ტროპარი დაფუძნებულია საშინელი სამსჯავროს შესახებ მაცხოვრის წინასწარმეტყველებაზე.

უძღები შვილის კვირაში სახარებისეული იგავით (ლუკა 15,11-32), რომლისგანაც თავად კვირამ მიიღო სახელწოდება,

ეკლესია აჩვენებს უფლის განუზომელ მოწყალების მაგალითს იმ ცოდვილებისადმი, რომლებიც ჭეშმარიტი სინანულით
მიემართებიან ღვთისაკენ. ვერანაერი ცოდვა ვერ შეარყევს უფლის კაცთმოყვარეობას. მომნანიებელ, ცოდვისაგან განშორებულ სულზე,
რომელიც ღვთის იმედითაა სავსე, გადმოდის ღვთის მადლი, ზეიმობს მასთან შერიგებას, მიუხედავად მისი წარსულისა.

ეკლესია გვმოძღვრავს, რომ ცხოვრების აზრი და ბედნიერება მდგომარეობს ღმერთთან მადლმოსილ კავშირსა და მასთან

განუწყვეტელ ურთიერთობაში, ხოლო ამ კავშირის წყვეტა სულიერი უბედურების წყაროა.

მეზვერისა და ფარისევლის კვირაში ეკლესია აჩვენებს სინანულის ჭესმარიტ საწყისს, ხსნის მთელ მის ძალას: ჭეშმარიტი მორჩილებისა
და სინანულის შემთხვევაში შესაძლებელია ცოდვათა მიტევება. ამიტომ ცოდვილმა არ უნდა დაკარგოს უფლის შეწევნის იმედი.

ხორციელ კვირას ასევე სამსჯავროს კვირასაც უწოდებენ, რადგანაც ლიტურგიაზე იკითხება სახარებიდან შესაბამისი მუხლები (მათე 25,31-46).

ხორციელის შაბათს ეკლესია აღასრულებს ხსენებას "ყოველთა საუკუნითგან შესუენებულთა მართლმადიდებელთა
ქრისტიანეთა მამათა და ძმათა ჩვენთასა.”  მიცვალებულთა მოსახსენებელ დასდებლებში ვკითხულობთ: "ლმობიერად ვევედრებოდეთ ქრისტესა,
რაითა მისცეს მათ კეთილი სიტყვის-გებაი ჟამსა განკითხვისასა, რაჟამს იგი განსჯიდეს ყოველსა ქვეყანასა და აღრაცხილ-ჰყუნეს მარჯვენეთა
თანა და დააწესნეს სიხარულსა და ნათელსა მისსა, რამეთუ მოწყალე არს სახიერ და ძვირ-უხსენებელ...”

ადამიანთა გასვლა ამ ქვეყნიდან ჩვენთვის შეუცნობელია. სვინაქსარში ნათქვამია, არა ყოველნი აღესრულებიან ერთნაირი სიკვდილით,
არამედ გადაიჩეხებიან უფსკრულში, მეხდატეხილ იქმნენ, ზღვათა და მდინარეთა შინა შთაინთქმნენ, პირად-პირადმან სიკვდილმან დაჰფარნა...
ყოველი კაცად-კაცადის აღსრულება უწყის მხოლომან უფალმან ღმერთმან. ეს არის ღვთის განგება, ზოგიერთებისათვის კი გაფრთხილება.

მიცვალებულთა მოგონებისას, ჩვენი ცხოვრების დასასრულზე ფიქრი აფხიზლებს ყველას, ვინც ივიწყებს მარადიულობას და

სულით ეკვრის ხრწნილსა და წამიერს.

ხორციელის შვიდეული (კვირა) ეძღვნება ცოცხალთა და მკვდართა საყოველთაო, უკანასკნელ და საშინელ სამსჯავროს (მათე 25, 31-46).
ეს შეხსენება აუცილებელია იმისათვის, რათა ცოდვაში მყოფი ადამიანები არ მიეცნენ უზრუნველობას და დაუდევრობას, ღმერთის
უსაზღვრო მოწყალების იმედით. ამ კვირის დასდებლებსა და ტროპარებში ეკლესია გვაჩვენებს უკანონო ცხოვრების შედეგებს,
როდესაც ცოდვილი წარსდგება უფლის საშინელი სამსჯავროს წინაშე.

ქრისტეს საშინელი სამსჯავროს შეხსენებასთან ერთად ეკლესია მიუთითებს ღვთის მოწყალების იმედის ჭეშმარიტ არსს.

ღმერთი მოწყალეა, მაგრამ ის სამართლიანი მსაჯულიცაა. საგალობლებში უფალი იესო ქრისტე იწოდება მსაჯულად,
ხოლო მისი სამსჯავრო – სამართლიან და მოუსყიდველ გამოცდად. ღმერთის მოწყალებაზე უდარდელად მინდობილ
ცოდვილებს უნდა ახსოვდეთ სულიერი პასუხისმგებლობა საკუთარ ზნეობრივ მდგომარეობაზე, ეკლესია კი ამ კვირის
ღვთისმსახურებით ცდილობს გააზრებინოს მათ საკუთარი ცოდვა.

ცხოვრების გამოსწორებისა და სინანულის რომელ საქმეებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება? პირველ რიგში და უმთავრესად

სიყვარულსა და მოწყალების ქმედებებს, ღმერთი განსჯის ადამიანებს უმეტესად მათი მოწყალების მიხედვით, რადგან ეს უკანასკნელი,
განსხვავებით სხვა სათნოებებისაგან, ყველასათვის ხელმისაწვდომია, ვერავინ იტყვის, რომ არ შეეძლო მშიერის დაპურება,
მწყურვალის დარწყულება, ავადმყოფის მონახულება. წყალობის ნივთიერ ქმედებებს მაშინ აქვთ ღირებულება, როცა ისინი
წარმოადგენენ გულიდან მომდინარი სიყვარულის გამოვლენას და დაკავშირებულნი არიან წყალობის ამ სულიერ ქმედებებთან,
რომლითაც მოყვასთა სული და სხეული შვებას ნახულობს.

დიდი მარხვის უკანასკნელ მოსამზადებელ შვიდეულს ეწოდება ყველიერი. ამ კვირაში დაშვებულია რძის ნაწარმისა და კვერცხის მიღება.


იწყალებს რა ჩვენს უძლურებას დიდი მარხვის შვიდეულში, ეკლესიამ დაადგინა ყველიერი საკვების მიღება.

ყველიერის ოთხშაბათსა და პარასკევს კი არის დაწესებული მარხვა.
ყველიერის სვიდეულის საგალობლებით, ეკლესია გვასწავლის, რომ ეს კვირა არის სინანულის საწყისი, თავშეკავებისათვის,
გვახსენებს რა, პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემას, რომელიც იყო თავშეუკავებლობით გამოწვეული.


ყველიერის შაბათს ხდება მოხსენება ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინებულთა. წმიდა მოღვაწეების მაგალითით ეკლესია
განგვამტკიცებს სულიერი ღვაწლისათვის. შეგვახსენებს, რომ გაბრწყინებული მამები თავიდან ჩვენი მსგავსი უძლური ადამიანები იყვნენ.

დიდი მარხვის წინა ბოლო კვირას ტრიდიონ მარხვანში ეწოდება – "სამოთხიდან ადამის განდევნის ხსენება”.
ამ დღეს მოიხსენება პირველ ადამიანთა გაძევება სამოთხიდან.
კალენდარი
«  ივლისი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 182
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2017