Персональный сайт - დგება დრო მივიღოთ, ან უარვყოთ
                                                               სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია
დგება დრო მივიღოთ, ან უარვყოთ

     ზოგნი იტყვიან, რომ ახლა ის დრო არაა, რომ ვიღაც უცხოელ ოკუპანტს ვებრძოლოთ, მაგრამ ამგვარი მიდგომა დამღუპველი იქნება. ჩვენი თავისუფლების მოწინააღმდეგე მებრძოლი ოკუპანტები ღიად როდი მოდიან, არამედ ევროპელი ძმის, ან სხვა კეთილი სახით წარმოგვიჩენენ თავს. მაგრამ რომელ ევროპასა და მსოფლიოში – რომლის უკანაც ფინანსური ოლიგარქია დგას? სწორედ ეს ოლიგარქია, ბოლო ჟამს, უდიდესი ინკვიზიტორის სახით უუფლებო და დამონებულ ქვეშევრდომებს ეძებს. ნუ აღმოვჩნდებით მათი მსხვერპლი!

     არქიმანდრიტი გიორგი – ათონის მთა.

     ყველას, ვინც ელექტრონული დოსიეების და 666–ს წინააღმდეგ იბრძვის შეიძლება დაბრკოლება შეხვდეს, არამხოლოდ ხელისუფლებიდან, არამედ უბრალო ერისკაცებისგანაც. ისინი საცთუნებლად დაიწყებენ მტკიცებას, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებს და შენგენის შეთანხმებას არავითარი საღვთისმეტყველო მნიშვნელობა არ გააჩნიათ. იმასაც კი უტიფრად ამტკიცებენ, რომ 666–ი ისევე როგორც სხვა დანარჩენი ციფრი, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ალბათ, ეს ადამიანები სხვათა ცდუნებასთან ერთად, ამ პრიმიტიულ ტყუილს საკუთარ თავსა და ერთმანეთსაც აჯერებენ. საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსების, იურისტებისა და მეცნიერების მიერ დამტკიცდა, რომ შენგენის შეთანხმება და ელექტრონული დოსიეების სისტემა ადამიანის პიროვნებას, ანუ ღვთის ხატებას, ზიანს აყენებს და ადამიანის ნებისა და თავისუფლებისათვის საფრთხის მატარებელია. ასევე საშინელი ზიანის მომტანია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისათვის.

     მაშ, ისმის კითხვა – რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის? ის ვინც ღრმად აზროვნებს, ხედავს, რომ ის ახალი პრინციპები, რომელსაც გლობალისტები თავს გვახვევენ, მიზნად ისახავს მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას და განადგურებას. მათი გეგმით ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესია დაკარგავს თავის როლს სახელმწიფოში, გაუქმდება საღვთო სჯულის სწავლება სკოლებში და დედა ეკლესიას ერესულ აღმსარებლობებს დაუკავშირებენ. რა თქმა უნდა ეს ყოველივე ახარებს კათოლიკურ და პროტესტანტულ პოლიტიზირებულ ეკლესიას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ დააკნინოს ჭეშმარიტი, სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობა. შენგენის შეთანხმება, სწორედაც ამ მიზანს ემსახურება.

     გადავიდეთ კონკრეტულ საკითხზე – გამოვიყენოთ თუ არა 666–ის შემცველობის დოკუმენტები: ისევე, როგორც ჯვარია ქრისტესა და ქრისტიანობის სიმბოლო, აპოკალიფსის გამოცხადების მიხედვით, ასეთივეა ანტიქრისტეს სიმბოლო – ნიშანი 666. წმინდა წერილი გვაფრთხილებს, რომ ეს ციფრი, ანტიქრისტეს პიროვნებასთან ასოცირდება, ამიტომ მისი მიღება–არმიღების საკითხი გადამწყვეტ მნიშვნელობას წარმოადგენს მორწმუნე ქრისტიანისათვის. იმის გამო, რომ ეს მხოლოდ სიმბოლოა მისი და ხილულად არ ჩანს თვით ანტიქრისტე, სანუგეშო არაა ჩვენთვის და ნიშანი უვნებელი არ ხდება, მეტადრე მაშინ, როდესაც მას ქრისტიანთა სულის წარსაწყმედათ იყენებენ. საინტერესოა რატომ მაინც და მაინც 666? დიდია უფლის განგება და ბოროტი მოდის მაინც და მაინც 666–ით. ესე იგი მათ უნდათ თავს მოგვახვიონ ეს ციფრი და თან დაგვირთონ პირად დოკუმენტებზე, რომელიც ყოველთვის თან დაგვაქვს, ანუ ჩვენს პირადობის მოწმობაზე. რაღა თქმა უნდა, როდესაც ნიშანს ჩვენი სურვილით ვიღებთ, გვშორდება უფლის მადლი, რადგანაც მცირედმორწმუნეობისა, ან შიშის გამო ვშორდებით ქრისტეს და ვიღებთ ანტიქრისტეს ბეჭედს.

     ის ვინს ამბობს: „666 არაა საშიში, მიიღეთ ელექტრონული პასპორტები", განა ჩვენი სულის წარწყმედის პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე?! ისინი ვერც კი იაზრებენ იმას, რომ უდიდესი დანაშაულის თანამონაწილები ხდებიან. საერთოდაც, ჩვენ არ ვიღებთ ელექტრონულ პასპორტს, რადგან ვთვლით, რომ იგი ამ ნიშნებთან ერთად, ჩვენს პიროვნებას და ადამიანურ უფლებებს შეურაცხყოფს. როგორ შეიძლება ჩვენივე ხელით მოვაწეროთ ხელი და თან ვატაროთ საბუთი, რომელზეც იქნება თანდართული უამრავი ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომლის გარკვევასაც ყველა მიზანმიმართულად დაინტერესებული თანამემამულე, თუ უცხოელი შეძლებს, მხოლოდ ჩემს გარდა. განა არ უნდა დავუფიქრდეთ იმას რომ ასეთი ბოროტმოქმედების ჩამდენთ, ამ ინფორმაციის ჩემს საწინააღმდეგოდ გამოყენებაც შეეძლებათ.

     მამა პაისი 1988 წელს, წერდა:

     „ზოგიერთი „საქმეში გარკვეული" ადამიანი შეგნებულად დაიწყებს სულიერი შვილების მოთაფვლას: „ამაში საშიში არაფერია, ეს არაფერს არ ნიშნავს, მთავარია შინაგანად იყოთ მორწმუნეები". მაგრამ ჩვენ ვხედავთ პეტრე მოციქულის მაგალითს, რომელიც მხოლოდ შიშის გამო, სიტყვით განუდგა ქრისტეს და არა შინაგანად – ნახეთ ეს ყოველივე მაცხოვრის უარყოფაში ჩაეთვალა. ხოლო მათ ვინც „სული წმიდის ნიჭს" საქმით უარყოფენ, საერთო რაღა ექნებათ ქრისტესთან?!..." ყურადღება მივაქციოთ მამა ევსევიოს ვიტისის სიტყვებს: მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვიცოდეთ, არამედ სხვებსაც უნდა გავაგებინოთ. ეს აპოკალიფსშიც ცხადადაა დაწერილი:
„ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი".
(იოანეს გამოცხადება, 13:17)

შესაბამისად სახელსა და რიცხვს შორის განსხვავება არ არსებობს. ჩვენ, ჩვენი ფანატიზმით კი არ ვაცხადებთ ამას, არამედ თვით წმინდა წერილი გვაფრთხილებს ამის შესახებ.

     ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერებშიც მრავლად არიან ისინი, ვინც დაიცავენ როგორც ჩვენს ადამიანურ უფლებებს, ასევე პატივს სცემენ ჩვენს რელიგიურ შეხედულებას და პრინციპებს. მსგავსი ქმედებით, ამ დემოკრატიულ ეპოქაში ისინი სამართლიან სულისკვეთებას დაადასტურებენ. ვთვლით, რომ მოვიდა დრო დავიცვათ ჩვენი ჭეშმარიტი აღმსარებლობა.



    წმინდა ათონის მთა, 12/25 ივლისი 1997 წელი.



ბერი პაისი ელექტრონული მოწმობების შესახებ
ათონელი ბერი – მამა პაისი გვამცნობს შემდეგს: ”ეს არის ანტიქრისტეს რიცხვი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავიღოთ ეს ელექტრონული პირადობის მოწმობები და არც საკრედიტო ბარათები, რადგან პასპორტში ჩამონტაჟებულია შავი მაგნიტური ლენტა, რომელზეც აღბეჭდილია კოდი და შტრიხის სისტემა 666. ეს ცხადია, არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. მხოლოდ კომპიუტერს
შეუძლია მისი წაკითხვა. შენ იყავი ყურადღებით და არ გაგიტაცოს იმან, რასაც იტყვის ან ერთი ან მეორე, რადგან ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მხოლოდ ღმერთის ნებას და იმას, რაც მან გადმოგვცა წმინდა წერილში”. "ასე რომ ამ სრულყოფილი კომპიუტერული გარანტიის სისტემაში იმალება მსოფლიო დიქტატურა, ანტიქრისტეს მონობა”.
      "დიდი ცბიერებით შემოიღეს ეს ეკონომიკური სისტემა ქრისტიანების მახეში გაბმის მიზნით. ჩვენთან, ჯერჯერობით არ არის ეს პროცესი დანერგილი, მაგრამ ამერიკაში ლაზერის საშუალებით ხელზე და შუბლზე ადამიანებს ადებენ ნიშანს. ამერიკაში, 1982 წელს ეს ბეჭედი მიიღო 3 ათასმა ადამიანმა და მას იღებენ, როგორც განსაკუთრებული პატივს, უწინარეს ყოვლისა განსაკუთრებული პირები. მიუთითა რა ამერიკელი ქალის მერი სტიუარტ რელფეს -ის წიგნზე ახალი
ფულადი სისტემა 666 (Mary Stewart Relfe - The New Money System 666", 1982): დამწუხრებულმა ხუცემსმა განაგრძო: აქ ისე მკაფიოდ იხსნება ეს საიდუმლო, რომლის შესახებ აპოკალიფსში ჩვენ გვამცნობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მე შეშფოთებული ვარ ამის გამო, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის სასულიერო პირები, მღვდლები, ეპისკოპოსები არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ ამ პროცესს და არ აღიქვამენ როგორც სულიერ პრობლემას, არამედ აღიქვამენ, როგორც საერო ცხოვრების წესს.
     ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ მათ არ მიაქციონ ყურადღება მითქმა-მოთქმებს პირადობის მოწმობების შესახებ და არ ითაკილონ მისი აღება. მოკლედ, ამართლებენ ყველაფერ გაუმართლებელს. ეს არ არის მართალი. ისინი ამშვიდებენ ხალხს, მაგრამ დასაფიქრებელია ერთი რამ, რა საჭიროა ასეთი ფუჭი დამშვიდება, როცა შეიძლება ხალხი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება, მაგრამ მოვა დრო და მათ ყველაფერი მოეკითხებათ. ბევრმა, რომელთაც იცის ჩემი პოზიცია, რომ მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პირადობის მოწმობების შემოღებას, ბრძანეს: "მერე რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს პაისი, ეს ხომ ერთი ბერის აზრია და არა მთლიანი ეკლესიისა”. ეს არ არის მართალი.
     ამ შემთხვევაში მე ჩემს აზრს კი არ გამოვთქვამ, არამედ მორჩილად მივუთითებ მათ, ვინც მე ამას მთხოვს და ვეყრდნობი ეკლესიას, რომელიც არის ევანგელია და ქრისტეს სიტყვა. მე ვეთანხმები იმას, რომ არავის, არც პაისის, არც მოძღვარს, არც ეპისკოპოსს, არც პატრიარქს _ არ უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი და არა აქვს უფლება ღვთისნიერ ხალხს მოახვიონ თავისი აზრი. ყველა უნდა მიენდოს მხოლოდ ღმერთის აზრს და ნებას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ბიბლიის მეშვეობით. ჩვენ უნდა გავანათლოთ ქრისტიანები და უნდა შევიტანოთ მათ სულებში სასოება მათივე საკეთილდღეოდ, რომ ისინი მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. ამავე დროს ჩვენ არ უნდა შევქმნათ პანიკა, იმიტომ რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მორწმუნე ქრისტიანები კი არა, არამედ ისინი, ვინც ეშმაკის გავლენის ქვეშ მოექცევიან. იმიტომაც აპოკალიფსში წერია, რომ სიძნელეები იქნება ჩვენთვის, მაგრამ ყველა ჭრილობას მიიღებენ სხვები და მათთვის ეს იქნება უფრო ძნელი, რადგანაც ისინი შეეწინააღმდეგებიან უფალს.
     ანტიქრისტეს დროს, როცა ის მიმართავს სამყაროს და ამავე დროს ქრისტიანები აღავლენენ ჭეშმარიტ ლოცვებს, ანტიქრისტე შეიგრძნობს რა ლოცვებს, შეძრწუნდება იმიტომ, რომ ქრისტიანის ლოცვებს უდიდესი ძალა აქვს... იმის თაობაზე, რომ ანტიქრისტეს დროს ქრისტიანებს ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება; ისინი ვერაფერს ვერ იყიდიან, მათ მოუწევთ შიმშილობა, ხუცესმა უპასხა: ქრისტიანი მაინც გაიტანს თავის თავს, თუნდაც იკვებოს ორცხობილით და ზეთის ხილით. დაიტანჯებიან ისინი, ვინც მიეჩვია ნაირ-ნაირების მირთმევას, ვისაც მაგიდაზე 10 სახეობის ყველი ედოთ "როკფორიდან” დაწყებული "ჰოლანდიურით” დამთავრებული.

     (ათონის სქიმონაზონის პაისის ცხოვრებიდან და დარიგებიდან, რომელიც მოყვანილია დიონისე ტაცისის წიგნიდან "როცა სხვისი ტკივილი შენი ტკივილი ხდება”.)


ბერი პაისი

ბეჭდის შემოღების ვერაგი ხერხი


      ...ნელ-ნელა, ბარათების და პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ, ანუ პერსონალური დოსიების შედგენის შემდგომ, ისინი ეშმაკურად შეუდგებიან ბეჭდის დასმას. სხვადასხვა ხრიკების საშუალებით ადამიანებს აიძულებენ მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი დიდ დაბრკოლებებს შეამთხვევენ ადამიანებს და იტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული გაუქმდება”. ის, ვისაც ბარათი არ ექნება, ვერ შეძლებს ვერც გაყიდვას, ვერც ყიდვას. მეორეს მხრივ, ისინი დაიწყებენ "სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისთვის შეუმჩნეველი 666-ის ნაკაწრი შუბლზე და ხელზე!
     - ხუცესო, ხომ არ შეძლებენ ისინი ბეჭდის დასმას ძალადობით?
     - აქამდე ისინი ვერ მივლენ თავაზიანობის გამო. ისინი გამოიჩენენ უზენაეს კეთილშობილებას! ისინი ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ბეჭდის უქონლობის გამო ადამიანი ცხოვრებას ვერ შეძლებს.”თქვენ უბეჭდონი ბრძანდებით - იტყვიან ისინი - თქვენ რომ ის მიგეღოთ ასეთი სიძნელეები არ შეგხვდებოდათო.” ოქროს მონეტების ან დოლარების მქონე ადამიანი ვერ შეძლებს მათ გამოყენებას. ამიტომ, თუ აქედანვე შევუდგებით უბრალო, ზომიერ ცხოვრებას, შესაძლებელი იქნება იმ წლების ასე თუ ისე გადატანა. ვიქონიოთ პატარა მიწის ნაკვეთი, მოვიყვანოთ ცოტაოდენი ხორბალი, კარტოფილი, დავრგოთ რამდენიმე ზეთისხილი, ვიყოლიოთ ცოტაოდენი საქონელი, თხა, რამდენიმე ფრთა ქათამი. ქრისტიანი ადამიანი შეძლებს თავის კომლის გამოკვებას. თანაც მომარაგებას სარგებელი ნაკლებად ექნება: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ ასეთი ზეწოლა დიდხანს არ გაგრძელდება: სამი, სამნახევარი წელიწადი. რჩეულების გამო დღენი შემცირდებიან, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაივლის ეს წლები. ღმერთი არ დატოვებს ადამიანს, რომელიც განიცდის შეჭირვებას, ხშირად ევლინება წმიდანებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ქრისტე, იმისათვის, რომ ისინი გადაარჩინონ. წარმოიდგინე, როგორ უფრო მეტად დაეხმარება მაცხოვარი ახლა, როდესაც გაუბედურებული ხალხი იმყოფება ასეთ გაუსაძლის ყოფაში...


ბეჭედი უარყოფის ტოლფასია


     მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი უაღრესად ნათლად აღწერს აღბეჭდვის შესახებ აპოკალიპსისში, ზოგიერთებს ეს არ ესმით. რას ეტყვი მათ?
     - საუბედუროდ შეიძლება გავიგონოთ უამრავი სისულელე ზოგიერთი თანამედროვე "გნოსტიკოსისაგან”. "მე მივიღებ მოწმობას სამი ექვსიანით და გამოვსახავ მასზე ჯვარს”, _ ამბობს ერთი. მეორე შემოსძახის:”მე კი მივიღებ ბეჭედს შუბლზე და გადავიწერ პირჯვარს”. და იმეორებენ მთელ რიგ ამდაგვარ სისულელეებს. ისინი ფიქრობენ, რომ ასე იკურთხებიან, მაშინ, როდესაც ეს აზრი არის ხიბლი. ერთმა მეუფემ მითხრა:”მოწმობაში იქ, სადაც ხელი უნდა მოვაწერო, გამოვხატავ ჯვარს. ქრისტეს არ უარვყოფ: მე მხოლოდ მომხმარებელი ვარ მომსახურე სისტემისა”.
     - კეთილი, - მე ვუხსნი მას, - თქვენ ხართ მეუფე, და თქვენი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, გამოსახავთ ჯვარს თქვენი სახელის წინ. სხვა – არქიმანდრიტია, მისი მდგომარეობაც განსაკუთრებულია და ისიც მისი სახელის წინ დასვამს ჯვარს. ერმა რაღა ქნას? "სიბინძურე არ იკურთხება. სუფთა წყალი იღებს მადლს და იქცევა ნაკურთხ წყლად. მაგრამ შარდი ნაკურთხ წყლად ვერ იქცევა. ქვა სასწაულის გამოისობით იქცევა პურად, მაგრამ სიბინძურეები კურთხევას ვერ იღებენ. აქედან გამომდინარე მხეცი, ანტიქრისტე, გამოჩნდება რა თავისი სიმბოლიკის სახით ჩვენს მოწმობაში, ჩვენ შუბლზე ან ხელზე, არ იკურთხება, თუნდაც წინ ჯვარი დავუსვათ! ძალას პატიოსნისა ჯვრისა - ამ წმიდა სიმბოლოსა და ღვთაებრივ ქრისტესეულ მადლს ჩვენ ვიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცავთ ნათლისცემის მადლს, რითაც ვემიჯნებით სატანას, ვუერთდებით ქრისტეს და ვიღებთ წმიდა ნიშანს -”სული წმიდის ბეჭედს”.
     დავუშვათ, რომ ჩვენ არ ვიცოდით და მივიღეთ ბეჭედი. მაშინ ქრისტე გვეტყვის ჩვენ: - "ორგულნო! პირისამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმის-ყოფად”.
     ბეჭდის მიღებისას, თუნდაც უმეცრებით, ადამიანი კარგავს ღვთაებრივ მადლს და იღებს მხეცის ზემოქმედებას, როდესაც მღვდელი ნათლობისას ჩვილს წმიდა ემბაზში ჩაუშვებს, ბავშვმა არ იცის, რომ იღებს სულიწმიდის მადლს, თუმცა შემდგომში მასში სუფევს ღვთაებრივი მადლი.

ახალი პირადობის მოწმობები


       ... ერთნი ბრკოლდებიან პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, მეორენი კი სარგებლობენ ამით და ართულებენ დაბრკოლებებს. ეკლესიამ მართებული პოზიცია უნდა დაიკავოს, უნდა აუხსნას მორწმუნეებს, რომ ახალი მოწმობების მიღება იქნება მათი დაცემა, და იმავდროულად, ეკლესიამ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომ ახალი პირადობის მოწმობა, უკიდურეს შემთხვევაში, არ იყოს აუცილებელი! თუ ეკლესიის პოზიცია არ იქნა სერიოზული, თუ მორწმუნეთა თავისუფლება ხელყოფილ იქნა და ვისაც უნდა - აიღებს ახალ მოწმობას, ხოლო ვისაც არა - დარჩება ძველით, მაშინ მხოლოდ მცირედნი არ მიიღებენ სამ ექვსიანს. მათ ელით განსაცდელი, ვინაიდან დანარჩენები დაუპირისპირდებიან მათ. ადამიანთა უმრავლესობა მიიღებს მოწმობას მხეცის რიცხვით. ისინი, ვინც მოინდომებენ კეთილდღეობას, მიიღებენ ახალ მოწმობებს, მხოლოდ ალალი და მოკრძალებული ადამიანები დარჩებიან ძველი საბუთებით, ამიტომაც მათ აწამებენ!

ბერი პაისი ანტიქრისტეს ბეჭედზე


     ... ბეჭედი, ხელზე ან შუბლზე ჩაკაწრული, აცნობებს მათ შენს ადგილსამყოფელს, შენს მონაცემებს, შემოსავალს და ხარჯებს. ასეთ დიქტატურას მხოლოდ ეშმაკი ასწავლის. ბეჭდის დასმით მათ სურვილი აქვთ ყველა ადამიანი აიყვანონ აღრიცხვაზე. ბეჭდის მიღებისას ადამიანი უარყოფს ღმერთს. იგივეა პასპორტების მიმართ. როდესაც პასპორტს აქვს მხეცის სიმბოლო, და მე თავად ვაწერ ხელს, ჩემს პირად პასპორტზე - ეს უკვე წვრილმანი არ არის. აქედან გამომდინარე მე ვეთანხმები უარყოფას. მაგრამ, როგორც იოანე მახარებელი და წმიდა მამები გვასწავლიან, ვინც ბეჭედს არ მიიღებს, მათ ვერ გააკონტროლებენ და ვერც იპოვნიან ".



      ამონაწერი მაგნიტოფირზე ჩაწერილი საუბრისა, რომელიც შედგა
1992 წელს. სენაკი პანაგუდა, ათონი
იური ვორობიევსკის წიგნიდან - "გზა აპოკალიპსისაკენ: კაკუნი ოქროს ჭიშკარზე".
მოსკოვი, 1999 წელი, 363-366 გვ.
კალენდარი
«  იანვარი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 180
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2017