სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია
ცოდვები და სათნოება

რა გვმატებს სულიერ ძალებს? – გადალახული ცდუნება.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისთვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.
წმ. ანტონი დიდი

არ არსებობს არანაირი ბოროტება, არავითარი უბედურება ან გასაჭირი, რომელიც ცოდვაზე უფრო დამღუპველია.
ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

მკვლელი სულს და სხეულს აშორებს ერთმანეთს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც.
ცოდვა სულს მშვიდობას უკარგავს, გონებას – ნათელს, სხეულს – უხრწნელებას, მიწას – კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას – სიკეთეს. ის იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს ასახლებს, ხოლო ამთავრებს იმით, რომ ადამიანს ასახლებს ჯოჯოხეთში.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვებს ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი „მუდამ თვალწინაა" (ფს. 50)
ათონელი ბერი იოილი

ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მწარეა მისი ნაყოფი.
ცოდვა ცოტა ხანსაა ტკბილი, ხოლო მწარეა დიდხანს.
წმ. დიმიტრი როსტოველი

მომავალ ცხოვრებაში ყველა გავიგებთ ერთმანეთის შესახებ: ვინ დაისჯება და ვინ დაჯილდოვდება. გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი ცოდვა გაცხადდება. თუ ჩვენ ამაზე ხშირად ვიფიქრებთ, ნაკლებად შევცოდავთ.
წმ. იოანე სინელი

ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რაგდან, როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძალიან გინდება იგი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას სულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება.
ბერი იოსებ ათონელი

არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ბევრად უფრო ადვილია გარეშე მტრის დამარცხება, ვიდრე საკუთარი თავისა. ადამიანს არ ჰყავს საკუთარ თავზე უფრო დიდი მტერი.
წმ. მარკოზ მოღვაწე

ვინც თავის გრძნობებზე მბრძანებლობს, სიმშვიდეში ატარებს ცხოვრებას.
აბბა ისაია

არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძებო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.
წმ. ნილოს სინელი

თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებდით.
სათნოების ღვაწლი დიდია, ჯილდო კი უფრო დიდი და უფრო მაღალი, ვიდრე ეს ღვაწლი.
გინდა უშრომელად აკეთო სიკეთე? თქვი, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო – მარადიული.
წმ. ნილოს სინელი

ადამიანის სული ამქვეყნად დინების საწინააღმდეგოდ მიმავალ გემს ჰგავს: ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ძალას არ იხმარს გზის გასაგრძელებლად, ისევ უკან წაიღებს დინება.
თუკი ჩვენს ძალებს კეთილი საქმეების გასაკეთებლად არ მოვიხმართ, აუცლებლად რაიმე ცუდისკენ მივიდრიკებით: მსგავსად იმისა, თუ მდინარეში ვცურავთ, ან დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ, ან დინებას უკან მივყავართ.

მტკიცედ მოზღუდე გრძნობათა ორგანოები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება და ქრისტეს მადლს მოიხვეჭ.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ცრემლი ყველას განწმენდს ცოდვათაგან, მაგრამ ცრემლი ღვაწლით მიიღწევა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ბოროტებით მოპოვებული ბოროტებაში იხარჯება.
თუ ცუდი საქმით მოგებას იღებ, ეს უბედურების საწინდრად ჩათვალე.
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

ვინც რითი სცოდავს, უმეტესწილად იმითი ისჯება. შეცოდა ზაქარიამ ბაგით, ბაგითვე დაისაჯა (ლუკა 1, 20). ასეთია ღვთის სამართალი!
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

ცოდვის მონა ადამიანს ჰგავს, რომელიც მაღალი მთიდან ჩამოდის: თავიდან ჰორიზონტი ფართოა, ბევრი სანახაობაა თვალწინ, ბევრი ბილიკია ფეხქვეშ, მაგრამ რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, მით უფრო ვიწროვდება ჰორიზონტი, ნაკლებია სანახაობა. ბოლოს კი ერთი ბილიკი რჩება, რომელსაც უფსკრულისკენ მიყავს იგი.
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

დამნაშავემ, ერთი შეხედვით, რა კარგადაც არ უნდა აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის, მუდამ თან ატარებს მას.
მელიტოპოლის ეპისკოპოსი კირილე

გინდა, რომ უფალმა დაფაროს შენი ცოდვები? – ნუ გამოუცხადებ ადამიანებს შენს კეთილ საქმეებს.
წმინდა ბარსანუფი დიდი

რაც ნაკლებად თვლიან თავს ცოდვილად, მით მეტად ცოდვილნი არიან.
წმინდა იოანე ოქროპირი

ცოდვებში ღრმად ჩაძირულნი თავს უფლის უსაზღვრო გულმოწყალებით იმშვიდებენ. მაგრამ არ იფიქროთ, ძმებო, რომ ღვთის კაცთმოყვარება მისი არსების სიწმიდეს გადააჭარბებს, რომ ღვთის გულმოწყალება განაგდებს სამართლიანობას, რომ ღვთის მოთმინება ადამიანთა უსჯულოებასაც მოითმენს. არა, უფალი იმდენად გულმოწყალეა, რამდენადაც სამართლიანი.

ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა ვცოდავთ, იმას კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ღმერთი დაგვსჯის (იგი არავის სჯის), არამედ უნდა გვაწუხებდეს, რომ შეცოდებით გული ვატკინეთ, ვაწყენინეთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესუს და უნდა გვეშინოდეს, რომ ამით ჩვენ თავად ვკარგავთ მასთან ერთობის საშუალებას, რაც დამღუპველია ჩვენთვის.
მღვდელი თეოდორე გიგნაძე

ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

კალენდარი
«  ივლისი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 182
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2017