სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია
     




ID-გაშიფრვა i-მე D-დეისტი
(დეიზმი (ლათ. deus — „ღმერთი") — რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება. დეიზმი აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის, არსებობას, მაგრამ (თეიზმის საწინააღმდეგოდ) უარყოფს პერსონიფიცირებულ ღმერთს, გამოცხადებას და ღვთის განგებას და საერთოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ
მოძღვრებებს.)ID-გაშიფრვა i-მე D-დემონი ყველა ამღები თვითონ ამბობს რომ ის დემონია(დემონი–დეისტი–Diablo-Демон).
. . ახალ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ეკლესიამ უნდა დაიკავოს მკვეთრი პოზიცია, რათა მორწმუნეებმა იცოდნენ, თუ როგორ მოიქცნენ. . . -- ბერი პაისი. ათონი, პანატელის კელია.

„.. დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს - ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან - ავიღოთ თუ არა პასპორტები და პირადობის მოწმობებიო. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ შეიძლება მათი აღება. ისინი კი მპასუხობენ - რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო? ზუსტად იგივე კითხვები ექნებათ მათ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროსაც - ვინც ადვილად აიღებს ამ ელექრტონულ პასპორტს, ასევე ადვილად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც". --- მეუფე იობი

ჩიპიზაციის პროცესი დაწყებულია!
მისი სრული დანერგვის შემდეგ, ყველაფერს გლობალური პოლიცია გააკონტროლებს!
ჩიპიზაციას ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკამდე მივყავართ!

ჩიპიზაცია ანტიქრისტეს მმართველობის მოახლოვებას ნიშნავს!
იფხიზლეთ!... ახლოს არს ჟამი!...

ბიომეტრიული (ID) დოკუმენტები - ანტიქრისტეს სტანდარტების ნიმუშებია.
„და ვიხილე სხუაი მხეცი, ამომავალი ქუეყანით. და ხელმწიფებასა პირველი სამის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა დაყოველთა მკვიდრთა მისთა, რაითა თაყვანის-სცენ მხეცსა მას პირველსა”(გამოცხადება იოანესი, 13, 11-12)
გლობალიზაცია, არსობრივად, აპოკალიფსური მოვლენა დაპროცესია. გლობალიზაციური პროცესები რეალურად აყენებენ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული სახელმწიფოების როლის კარდინალურად შეცვლის საკითხს. ამასთან, მცირედნი თუ აცნობიერებენ იმას, რომ გლობალიზაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ძალაუფლების
გლობალიზება.
პიროვნების იდენტიფიკაციის საკითხის რამდენადმე დეტალური განხილვა სცილდება ჩვენს განსახილველ თემას. ამ საკითხს, სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ცალკე პუბლიკაციას მივუძღვნით, სადაც მეტი სივრცე იქნება ამ თემის განსახილველად. თუმცა ამ საკითხს რამდენადმე მაინც უნდა შევეხოთ, რადგან იგი, არსობრივად უკავშირდება პიროვნებისა და საზოგადოების, ერის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ხელყოფის საკითხს. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ
გლობალიზაციის მიზნების მიღწევის გზაზე ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული ზეტოტალიტარული, მსოფლიო ტექნოკრატიული დიქტატურის აშენება, რომლის დროსაც კიბერნეტიკული სისტემების მართვის კანონები გადატანილი იქნება კაცობრიობაზე, საზოგადოებაზე, ხოლო უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნება პოლიტიკური მიზნებით. ამასთან, ფაქტობრივად, გაუქმდება დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის თავად ცნება, ხოლო ყველა თავისუფალი მოქალაქე გახდება მკაცრი მართვის ობიექტი და სინამდვილეში გათანაბრებული იქნება საგნებსა და საქონელთან.
ჯერ კიდევ 1968 წელს „ახალი მსოფლიო წესრიგის” ერთერთი არქიტექტორი, ზ. ბჟეზინსკი, საუბრობდა რა ადამიaნთა მასების მართვის აუცილებლობაზე, წერდა: „გაიზრდება პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობები.მალე შესაძლებელი გახდება თითქმის უწყვეტი კონტროლის განხორციელება ყოველ მოქალაქეზე და მუდმივად განახლებადი კომპიუტერული ფაილ-დოსიეების წარმოება, რომლებიც, უბრალო ინფორმაციის გარდა, მოიცავენ ყველაზე კონფიდენციალურ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ქცევისა და სხვათა შესახებ. . . შესაბამის ორგანოებს კი ექნებათ ამ ფაილებთა ნმყისიერად მიღწევადობისშესაძლებლობა .ძალაუფლება იმათ ხელში მოექცევა, ვინც გააკონტროლებს ამ ინფორმაციას. . . ეს განსაზღვრავს შემდგომი რამდენიმე ათწლეულის ტენდენციებს, რომლებიც მიგვიყვანენ ტექნოტრონულ ერასთან - დიქტატურასთან, რომლის დროსაც თითქმის მთლიანად იქნება გაუქმებული ამჟამად არსებული პოლიტკური პროცედურები. . .”.” (Brzezinski Z. America in the Technotronic Age. Encounter. Vol. XXX. ¹1. Jan. 1968)
2000 წელს ოკინავაში, რვა დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე, მიიღეს „გლობალური ინფორმაციული საზოგადოების ქარტია” - პროგრამული პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს XXI საუკუნის ერთიანი მსოფლიო ქსელური საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების „ფორმირებასა და, განვითარებას”. არსებითად, ეს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სფეროებისრევოლუციური გარდაქმნებია, რომლებიც ხორციელდებაინფორმაციული ტექნოლოგიების ზემოქმედებით. ქარტიაში პირდაპირაა განცხადებული „რევოლუციური ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის” შესახებ, რომელიც „შეეხება ადამიანთა ცხოვრების წესს, განათლებას, შრომასა და სახელმწიფოსტრუქტურებთან ურთიერთობებს”.
2003 წელს ჟენევაში და 2005 წელს ტუნისში შედგა მსოფლიოშეხვედრები უმაღლეს დონეზე გლობალური ინფორმაციულისაზოგადოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეხვედრებზე მიიღესპროგრამული დოკუმენტები: „ პრინციპების დეკლარაცია:ინფორმაციული საზოგადოების აშენება - ახალი ათწლეულის გლობალური ამოცანა”, „ინფორმაციული საზოგადოების აშენების მოქმედებათა გეგმა”, ასევე, „ტუნისის ვალდებულება” და„ინფორმაციული საზოგადოების ტუნისის გეგმა” (WSIS-03/ GENEVA/DOC/5-R.12.12. 2003; WSIS-05/TUNIS/DOC/7-R.15.11.2005).
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ უკვე შესაძლებელი გახადა შექმნილიყო საყოველთაო, მსოფლიო კომპიუტერული სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა თვალი
ადევნონ პლანეტის ნებისმიერ მაცხოვრებელს და მართონ იგი ე.წ.„მსოფლიო ელიტის” ინტერესების შესაბამისად. პირველ რიგში,ესაა ნებისმიერ გადაადგილებაზე კონტროლი, ასევე, კონტროლი ადამიანის ყველა შემოსავალსა და გასავალზე. ყოველივე ეს კი კეთდება „კეთილი” განზრახვის საფარველითა და საბაბით, რომ „გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი” და უზრონველყოფილ იყოს „მშვიდობა და უსაფრთხოება”, „დანაშაულობასა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა”. სინამდვილეში კი მიმდინარეობს ახალი საზოგადოებრივი წყობის შექმნა, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პლანეტარული მასშტაბის ელექტრონულისაკონცენტრაციო ბანაკი.
„ახალი მსოფლიო წესრიგის” არქიტექტორების ჩანაფიქრით,გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში უნდა წაიშალოს საზღვრები, სახელმწიფოები, ეროვნულობა, გაუქმდეს ფული და ქაღალდის დოკუმენტები, ხოლო ყველა ადამიანი უნდა იქცეს მორჩილ ბიორობოტად, საზოგადოების მმართველი კიბერნეტიკული სისტემის დანომრილ მონად, საკონცენტრაციო ბანაკების დანომრილ უსახელო ტუსაღთა მსგავსად. რატომ დანომრილი ბიორობოტები? იმიტომ, რომ ახალ საზოგადოებაში ადამიანები სრულიად მოკლებულები იქნებიან ღმრთისმიერ ბოძებული ნების თავისუფლებას და ბუნებრივ უფლებებს, პირველ რიგში - სინდისის თავისუფლებისა დაპიროვნული სახელის ქონის უფლებას. ჟენევაში მიღებული დოკუმენტის, „მოქმედებათა გეგმის” თანახმად,მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში იქმნება ელექტრონული მმართველობა,რომელიც იგება ერთიანი საერთაშორისო სტანდარტებით ერთიანსაინფორმაციო პროგრამულ პლატფორმაზე. დროთა განმავლობაში ცალკეული ქვეყნების ელექტრონული მმართველობები შეერწყმიან ერთმანეთს და შექმნიან ერთიან მსოფლიო სისტემას. სწორედ იმ დროისთვის დაკარგავს რეალურ, პრაქტიკულ მნიშვნელობას ცნება „სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი”.
რა მოუვა ხალხს? ელექტრონული ხელისუფლებისთვის აუცილებელია ელექტრონული მოსახლეობა. ამგვარად, საფუძველშივე შეიცვლება ურთიერთობები საზოგადოებაში. კანონები დაიწერება (და უკვე იწერება) არა ადამიანებისთვის, არამედ კომპიუტერებისთვის. ადამიანისთვის განისაზღვრება როლი, იყოს ავტომატურად მოქმედიკომპიუტერული სისტემის დანამატი. სხვა სიტყვებით, არატექნიკური სისტემები დაემორჩილება ხალხს, არამედ ხალხი დაემორჩილება ტექნიკურ სისტემებსა და ამ სისტემების პატრონებს.საერთაშორისო შეთანხმებებით (ოკინავა-2000, ჟენევა-2003, ტუნისი-2005) თავდაპირველადვე განისაზღვრა, რომ მოსახლეობას კონტაქტი ექნება ელექტრონულ მთავრობასთან.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში ადამიანი იცხოვრებს „სისტემური ქცევის” მკაცრი, ხისტი წესების შესაბამისად, რომლებიც დაფუძნებულია „ქსელურ ლოგიკასა” და „ქსელურ სტანდარტებზე”.ეს წესები წინააღმდეგობაში იქნება ადამიანის რელიგიურ მრწამსს ადა სხვა რწმენებთან. ამგვარად, ადამიანები იძულებულნი იქნებიან, იმოქმედონ თავიანთი მრწამსისა და სინდისის საწინააღმდეგოდ. ზოგადად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობსისეთი საზოგადოების მშენებლობა, რომელშიც ადამიანს საერთოდ არ ექნება არანაირი უფლებები და თვისუფლებები!
მათგან, რომელთაც არ ესმით მომდინარე მოვლენების არსი, ხშირად გაიგებთ შემდეგ სიტყვებს: „კი ბატონო, გვითვალთვალონ, გვაკონტროლონ, - ჩვენ ხომ პატიოსანი ადამიანები ვართ და არაფერს ვაშავებთ”. მათ არ ესმით, რომ ყოველგვარი კონტროლი აუცილებლად გულისხმობს მართვას! მილიარდები იმისთვის კი არ იხარჯება, რომ მარტო უთვალთვალონ, არამედ იმისთვის, რომ მართონ. სწორედ ადამიანთა ქცევის მართვა, მისთვის ღმრთივბოძებული თავისუფლებისწართმევა არის მსოფლიო ტექნოტრონული დიქტატურის მთავარი მიზანი. თვით მიწიერი კანონებითა და საზომებით რომ ვთქვათ,ადამიანისთვის პიროვნული სახელის ნაცვლად ნომრის მინიჭებაუდიდესი ბოროტმოქმედებაა. ნიუნბერგის პროცესზე, რომელიცმიმდინარეობდა 1945 წ. 20 ნოემბრიდან 1946 წ. 1 ოქტომბრამდე,საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა, ფაშიზმის სხვა დანაშაულობებთან ერთად, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უვადო დანაშაულად ცნო ადამიანებისთვის პიროვნულობის უგულვებელსმყოფელი ნომრის მინიჭებისა და მათი ამ ნომრითდაღდასმის პრაქტიკა (ნიუნბერგის პროცესის მასალები, M., 1954.T. II. C. 865, 872, 873, 910)
სამწუხაროა, რომ თვით ქვეყნის პატრიოტები ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რა საფრთხეს უქმნის პიროვნებასა და ქვეყანას გლობალურ ინფორმაციულ სისტემაში ინტეგრირება. „ცხვარივით ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე იმას, თუ რა ხდება გარშემო”, -გულისტკივილით ამბობდა ჯერ კიდევ 1994 წელს პაისი ათონელი, როდესაც საუბრობდა მსოფლიო სავაჭრო ელექტრონული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. როგორც ცხვარი მიყვება ბრმად უფსკრულისკენ მიმავალ ყოჩს, ისე ბრმად მიყვება კაცობრიობა ამა ქვეყნის „ყოჩებს” უფსკრულისკენ . ანტიქრისტეს სუფევისადმი მზადებას მრავალი წახნაგი აქვს:ეკლესიოლოგიურ-რელიგიური, სამართლებრივი, ეკონომიკურსოციალური, კულტურული, ზნეობრივი და სხვა. გლობალიზაცია ანტიქრისტეში ცდილობს მოახდინოს ყოველგვარ ფასეულობათანიველირება, განსაკუთრებით კი - რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისა, ვინაიდან ესწრაფვის ერთი ერისა და ერთი სარწმუნოების შექმნას, რომლის ლიდერი - როგორც პოლიტიკური,ისე რელიგიური - ანტიქრისტე იქნება. ანტიქრისტეში გლობალიზაციის პროცესი ხორციელდება ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვის გზით. ზნეობრივი თვალსაზრისით ანტიქრისტეს სტანდარტები ქრისტეს სტანდარტების (მცნებების) საპირისპიროს გულისხმობს _ გარყვნილებას, სიძვა-მრუშობას, საზოგადოების სოდომ-გომორიზაციას, ძალადობასა და ყოველგვარ სიბილწეს, რომელთა სიჭარბე იქნება მეორედ მოსვლის წინაპირობა.

სწორედ ანტიქრისტეს სტანდარტებითაა განსაზღვრული გარყვნილების პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით, სკოლებში სექსუალური განათლების შეტანა, ჰომოსექსუალიზმის ქადაგება, აბორტების ლიბერალიზაცია, პროსტიტუციისა და ნარკომანიის ლეგალიზაცია, კონტრაცეფციის, სტერილიზაციისა და მსგავსი საშუალებების ფართოდ გავრცელება. უკვე საუბარია ისეთი ბოროტების ლიბერალიზაციაზე, როგორიცაა ინცესტი (ახლო ნათესავებს შორის სიძვა-მრუშობა) და პედოფილია (ბავშთა გაუპატიურება და გახრწნა). მაგალითისათვის მოვიყვანთ შემდეგ ცნობას: ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციით, რომელიც შეადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, პედოფილია 1965 წელს სქესობრივ გარყვნილებათა ჯგუფს მიაკუთვნეს, 1973 წელს ”გადახრად” დასახელდა, ხოლო 1993 წელს - ”სექსუალური ორიენტაციის დარღვევად”. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ პედოფილიის სექსუალურ ორიენტაციად გამოცხადებას. ამგვარად, სახეზეა მსოფლიოს სექსუალური ტოლერანტობის ევოლუცია.
ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვის ერთ-ერთი მიმართულებაა შტრიხკოდების, საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრების, პირადობის მოწმობების, მ.შ. - ბიომეტრიული პასპორტებისა და მსგავსი დოკუმენტების შემოღება, რომლებიც საყოველთაოდ გავრცელებულია ანდა იწყებს გავრცელებას. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ასეთი ტექნოლოგიებისა და დოკუმენტების მიმღები მართლმადიდებლები ჯერ-ჯერობით არ ჩაითვლებიან ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებებად, ვინაიდან: ა) ხშირ შემთხვევაში მათთვის უცნობია დემონიზაციის ის მოდელი, რომელიც შეფარულად დევს დასახელებულ ტექნოლოგიაში ან დოკუმენტში (მაგ., ანტიქრისტეს რიცხვი 666 საფუძვლად უდევს შტრიხკოდებს); ბ) ამ ტექნოლოგიებით სარგებლობა არ არის ანტიქრისტეს ბეჭედის მიღება. ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება გულისხმობს: ა) პიროვნების მიერ ქრისტეს უარყოფას, ანტიქრისტეს თაყვანისცემასა და მისი ბეჭდის შეგნებულად მიღებასა; ბ) ამ ბეჭდის აღჭურვას სრული კონტროლისა და მართვის მექანიზმებით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ასეთი სტანდარტი არის ნაბიჯი ანტიქრისტესკენ და ყოველი მართლმადიდებელი უნდა ეცადოს, წინ აღუდგეს ამ პროცესს, ყველა ღონე იხმაროს, რომ თავი აარიდოს მსგავსი სტანდარტებისა და დოკუმენტების მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე, ნაბიჯნაბიჯ, მივუახლოვდებით ანტიქრისტეს ბეჭედს და შეიძლება ვერც შევამჩნიოთ, თუ როგორ აღმოვჩნდებით მის ტყვეობაში.

ამიტომ გვაფრთხილებს ასე მკაცრად პაისი ათონელი,გაკვირვებული ადამიანთა დაუდევრობითა და გულგრილობით ანტიქრისტეს უკვე არსებული ნიშნების მიმართ (ბერი პაისი, დროის ნიშანი 666, 2000.წ): `გაოგნებული ვარ, რატომ არ დაფიქრდებიან ყველა ამ მოვლენაზე?... მაშინ, როდესაც ნიშნები ასე მკაფიოდ ჩანს, მხეცმა ბრიუსელში რიცვით 666, უკვე ჩაყლაპა ყველა ქვეყნები კომპიუტერში. ”მომსახურების ბარათები”, პირადობის მოწმობები, ბეჭდის შემოღება რაზე მიუთითებს?. . . ამის შემდეგ დაიწყება ”სრულყოფილი სისტემის” რეკლამირება, ანუ, ლაზერის სხივით ბეჭედი ხელზე ან შუბლზე, რომელიც გარეგნულად შეუმჩნეველი იქნება, რიცხვით 666, ანუ ანტიქრისტეს სახელი. . .… სამწუხაროდ, კვლავ ზოგიერთი ”გნოსტიკოსი” თვის სულიერ შვილებს დაარწმუნებს, რომ არ შეშფოთდნენ: ”არა აქვს მნიშვნელობა, ეს არაფერია, საკმარისია შინაგანი რწმენა”. . . ზოგიერთი თანამედროვე ”გნოსტიკოსი” კი მრავალ სისულელეს ამბობს. ერთი ამბობს ”მე მივიღებ პირადობის მოწმობას, რიცხვით 666, და მას ჯვარს გადავსახავ”. მეორე ამბობს: ”მე მივიღებ შუბლზე ბეჭედს და თავს ჯვარს გადავსახავ”. ეს ცდომილებაა. ეშმაკი-ანტიქრისტე, როდესაც თავისი სიმბოლოთი იმყოფება პასპორტზე, ხელზე ან ჩვენს შუბლზე, არ განინათლება იმითაც კი, თუკი მას ჯვარს დავადებთ. პატიოსანი ჯვრის ძალა მხოლოდ მაშინა გვაქვს, როდესაც ვიბეჭდებით ნათლობის წმიდა ბეჭდით, როდესაც განვეშორებით სატანას, შევუდგებით ქრისტესა, და ვღებულობთ წმიდა ბეჭედს ”სულიწმიდის ნიჭის ბეჭედს”. უტყუარია, რომ ახალი ბაბილონის მშენებლები მოქმედებენ „ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა” (2თეს. 10), საკმაოდ მოხერხებულად ცვლიან რა ჭეშმარიტი ფასეულობების ცნებებს მოჩვენებითით. თანამედროვე რევოლუციონერ-რეფორმატორები, რომლებიც ანადგურებენ ყოველივე იმას, რის რეფორმირებასაც გვპირდებოდნენ, მივიდნენ გლობალური რევოლუციის დასკვნით ფაზასთან - თვით სახელმწიფოს ცნების რეფორმირებასთან. პირველ რიგში გვთავაზობენ, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებები შეიცვალოს კომერციული მომსახურებებით.
დემოკრატიის საფარველით მოქმედთ უნდა ვკითხოთ: რომელ „დემოკრატიის განვითარებაზეა” საუბარი, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის შემოქმედნი ადამიანს ართმევენ თავისუფალი არჩევანის უფლებას, რომელსაც მას თვით ღმერთი აძლევს? კარდინალურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ საყოველთაო განხილვების გარეშე, სამთავრობო ბრძანებულებების საფუძველზე და კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების - „საზოგადოებრივი აზრის შე სწა ვლი ს ” , „ საზოგადოებრივი მოსმენების ” , „ საპილოტო პროექტებისა” და მსგავსთა საფუძველზე? ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე მაღალი ნდობის ფაქტორით სარგებლობს - თვით დასავლეთიდან დაფინანსებული გამოკვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ მას ნდობას უცხადებს მოსახლეობის 90%-ზე მეტი. მაშ, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც ხელისუფლება არ ისმენს ასეთი მაღალი ნდობის მანდატით აღჭურვილი ერთობის, ეკლესიის ხმასა და მოწოდებებს? ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ამ რევოლუციონერ-რეფორმ ატორებს არა დემოკრატიის, არამედ დემონოკრატიის მაშენებლებს. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც ყველაზე უხეში ფორმებით ხდება საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმციის - უგულებელყოფა. მის მაგივრად შემოაქვთ დამნაშავეობის პრეზუმციის პრინციპი - ყველა თავისუფალი მოქალაქე დაბადებიდანვე გამოცხადებულია პოტენციურ დამნაშავედ და, ახალი მსოფლიო წესრიგის შემოქმედთა თქმით, ამიტომაა „ აუცილებელი ” , განხორციელდეს ადამიანთა საყოველთაო კონტროლი, მათი თვალვალი. ეს შემოქმედნი კი სულ უფრო შორსა და შორს მიდიან. ევროკომისია (ევროკავშირის მთავრობა) აცხადებს, რომ ფართოდ უნდა გავრცელდეს ადამიანის სხეულში იმ მიკროპროცესორული მოწყობილობის დანერგვა, რომელმაც უნდა შეასრულოს პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის ფუნქცია, დამყარებული იმ საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებაზე, რომლის მატარებელიცაა მიკროჩი პი, და რომელსაც ოფიციალურად „ადამიანის შტრიხ-კოდი” ეწოდება. ასევე, არ არის შემთხვევითი, რომ აშშ-სა და ევროპაში ინერგება ლაზერული სხივებით ადამიანის სხეულზე შტრიხ-კოდის დატანის ტექნოლოგია. ამგვარად, უკვე აღარც მალავენ, რომ პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციის პროცესი დასრულდება „ნიშნის, ანუ მხეცის სახელის, ან მისი რიცხვითი სახელის” დატანით, როგორც ეს აღნიშნულია აპოკალიფსში. (ნაწვეტი წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის მიმართვიდან)

თავად განსაჯეთ: მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების ეთიკის მე-20 ევროპული ჯგუფის დასკვნაში, რომელიც 2005 წ. ევროკომისიაში წარადგინეს და შეეხება „საინფორმ-აციოკომუნიკაციური საშუალებების ადამიანის სხეულში ინპლანტაციის ეთიკის ასპექტებს”, ნათქვამია: „თანამედროვე საზოგადოება იმ ცვლილებების პირისპირ დადგა, რომლებსაც უნდა დაექვემდებაროს ადამიანური ბუნება. აი, პროგრესის მორიგი ეტაპი - ვიდეოთვალთვალისა და ბიომეტრიის, ასევე ადამიანის სხეულში დანერგილი სახვადასხვა ელექტრონული საშუალებების, კანქვეშა ჩი პებისა და სმარტ-ნაჭდევების საშუალებებით ადამიანებზე დაკვირვების შედეგად ადამიანის პიროვნება იცვლება იმდენად, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო ხდებიან ქსელური პიროვნებები. ასეთ პიროვნებებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დრო და დრო მიიღონ და გადასცენ ისეთი სიგნალები, რომლებიც ნებას რთავენ გადაადგილებას, აკონტროლებენ ჩვევებსა და იმ კონტაქტებს, რომლებიც ექვემდებარებიან თვალთვალსა და შეფასებას. ამან უნდა შეცვალოს ადამიანისავტონომიის მნიშვნელობა და შინაარსი (არსი). . . ჩვენს საზოგადოებაში სხეული - ეს ნედლეულია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მისით შეიძლება მანი პულირება, რათა აღდგეს ფუნქციები, რომლებიც მან დაკარგა ან შეიძინოს ჯერ უცნობი ფუნქციები, რომელთა შესახებ მხოლოდ ის შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი შეიძლება არსებობდნენ. . . ჩვენ საქმე ორივე ტექნოლოგიასთან უნდა გვქონდეს, როგორიცაა: უნარის აღდგენა და უნარის გაუმჯობესება, სხეულისთვის მეგობრული ტექნოლოგიების საშუალებით, რომელთაც შეუძლიათ განავითარონ და შეცვალონ სხეულზე ზრუნვის კონცეფცია, რაც გვაუწყებს „კიბორგების” - პოსტადამიანური სხეულების გამოჩენას. . . ეს „გარდაქმნის განზრახულობა” უშვებს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ქმედებებისა და აღმოჩენების სხვადასხვა სახეებს. ადამიანის სხეულში ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების ინპლანტანტებს შეუძლიათ ითამაშონ მთავარი როლი ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მეტიც, შეუძლიათ მიგვიყვანონ ბიოლოგიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან. მომავალში ექსტრაპოლირებით, ამ ლოგიკას შეუძლია მიგვიყვანოს თვით ადამიანის რასის ტრანსფორმაციასთან” (http://ec.europa.eu/ european_group_ethics/publications/docs/avis20compl_en.pdf).

ადამიანის ბიომეტრიული პარამეტრების მოკრეფა და მათი ელექტრონულ - საიდენტიფიკაციო და სააუთენტიფიკაცო მოწყობილობებსა და მონაცემთა ბაზაში მოთავსება იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციისათვის მათი შემდგომი გამოყენებისათვის პირდაპირ ხელყოფს ადამიანის ღირსებას, ასევე, სხვა კონსტიტუციურ ნორმებს - თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას, პირადი ცხოვრების, პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებას, ღირსებისა და კარგი სახელის დაცვის უფლებას, თავისუფალი სინდისის უფლებას, რელიგიური მრწამსისა და მის შესაბამისად მოქმედების უფლებას, ასევე, პიროვნებისა და საზოგადოების მთელ რიგ სხვა კონსტიტუციურ უფლებებს. ეს ის უფლებებია, რომელთა შეზღუდვა სახელმწიფოში თვით საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი არ ხდება. ამგვარად, მრავალპარამეტრიანი ბიომეტრიული დოკუმენტების დანერგვა (აღარაფერს ვამბობთ ადამიანის სხეულში ელექტრონული მოწყობილობების ინპლანტაციაზე) პრაქტიკულად არის ქმედება, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ, იმ პრინცი პებისა, რომლებიც არის ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის საფუძველთა საფუძველი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ უკვე მიმდინარე ეტაპზე ხელისუფლების წინაშე დაისვას საკითხი: მიღებულ იქნეს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აკრძალავს მოქალაქეთა იძულებას, გამოიყენონ პერსონალური მონაცემებისა და პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ მონაცემების მოკრების, დამუშავებისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული საშუალებები, რომელთა გამოყენება ეწინააღმდეგება პიროვნების რელიგიურ მრწამსსა და სხვა რწმენებს. კანონით უნდა აიკრძალოს მოქალაქეთა იძულება, მიიღონ და გამოიყენონ ადამიანის იდენტიფიკაციის ნებისმიერი ავტომატიზებული საშუალება. მრავალი მილიონი მორწმუნე დარწმუნებულია, რომ მათ არ უნდა ატარონ კომპიუტერული სახელები, არ უნდა იყვნენ რაიმე საიდენტიფიკაციონომრისა თუ კოდის, ნაჭდევისა და ჩი პის მატარებელი, არ უნდა გახდნენ „ბიოობიექტები”. მათ სურთ იცხოვრონ ღმრთის მცნებებით, და არა ანტიადამიანური „ქსელური ლოგიკის” წესების შესაბამისად. ამ თავის დასასრულს აღვნიშნავთ, რომ სწორედ გლობალიზაციისარსის გამოაშკარავების საფუძველზე ვამბობთ, რომ გლობალიზაცია აპოკალიფსური პროცესია, რომელსაც კაცობრიობა ანტიქრისტეში გლობალიზებისა და ინტეგრირებისკენ მიჰყავს. მხოლოდმართლმადიდებლობას აქვს ჭეშმარიტი ცოდნა აპოკალიფსური პროცესების შესახებ, რაც წინასწარმეტყველურად ცხადდება და სულ უფრო აშკარა და საცნაური ხდება; სწორედ მართლმადიდებლობას აქვს ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა გადაირჩინოს თავი პიროვნებამ ანტიქრისტეს მონებისაგან, ხოლო სული - წარწყმედისაგან. მართლმადიდებლობაა ერთადერთი ნამდვილი წინააღმდეგობა ანტიქრისტესკენ მიმავალ გზაზე, რასაც ახალი მსოფლიო წესრიგის შემოქმედნი ღიად და ცხადად აღნიშნავენ (გაიხსენეთ იგივე ბჟეზინსკის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ”კომუნიზმის შემდგომ დედამიწაზე ბოლო მოსაშორებელი სნეულება მართლმადიდებლობაა”).

ამიტომ საქართველომ, ისევე როგორც ნებისმიერმა მართლმადიდებლურმაქვეყანამ, სწორედ მართლმადიდებლობა უნდა აქციოს თავისი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის ქვაკუთხედად, პიროვნული თავისუფლების გარანტად, საზოგადოებრივი ცხოვრების ქცევის კოდექსად და პიროვნების მიერ სულის ცხონების ჭეშმარიტ გზად.
კალენდარი
«  აპრილი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 180
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2017