სურათი 1
ასათ მოქმედი, X ს .ქართვ.ოქრომქანდაკებელი. სოფ.ბრილში 1898
აღმოჩენილი ჯვარისა (27,2X16,2 სმ,საქართვ.ხელოვნ.სახელმწ.მუზეუმი).
მხატრულ ისტ.ღირებულებით ბრილის ჯვარი მნიშვნელოვანი ნიმუშია ქართ.ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისა,
როდესაც თავი იჩინა ინტერესმა ფიგურის სკულპტურული გადმოცემისადმი.ამასთანავე ნაწარმოებში ჯერ კიდევ ცოცხლობს
ძვ.ტრადიციები:სიუჟეტის ემოციურობისა და ექსპრესიის გაძლიერების მიზნით ფიგურების ცალკეული ნაწილების ხაზგასმა.
ა მ-ის ჯვრის წინა პირზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე და წმინდანთა ფიგურები.ფონი და ზურგი მთლიანად დაფარულია
გრავირებული ფოთლოვანი ორნამენტით.წინა პირის ქვედა მკლავზე დამკვეთის,ტაოს მფლობელის დავით კურაპალატის სახელია
ამოკვეთილი,ზურგზე-შემსრულებლის სახელი-,,ასათ მოქმედი''.ქრისტეს ტანჯვით აღბეჭდილი მეტყველი სახე,იოანეს მოკრძალებული
ფიგურა და იოანესა და მარიამის სამოსლის ოსტატურად მოდელირებული ნაკეცები ოქრომქანდაკებლის ნიჭიერებაზე მეტყველებს.