განსაკუთრებული მარხვები
დიდი მარხვა - იწყება აღდგომდან 7 კვირით ადრე,
ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე.
ეს მარხვა
განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7
აპრილი) და
ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე.
პეტრე-პავლობის მარხვა - ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება
სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ,
ორშაბათს და გრძელდება პეტრე - პავლობის
დღესასწაულამდე (29 მაისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა.
ოთხშაბათისა
და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.
მარიამობის მარხვა - იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების
დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა.
თევზით ხსნილია მხოლოდ
ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო).
შობის მარხვა - იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის
დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი).
მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.
მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.