
დოკუმენტურ ფილმში აღწერილია თუ რა დაავადებები შეიძლება
გამოიწვიოს თამბაქოს მოწევამ.
ასევე ნაჩვენებია ცნობილი ამერიკელი მსახიობის უილ ბრინერის
ინტერვიუ, რომელიც მსჯელობს თამბაქოს მავნებლობაზე.


წმ.ქეთევან წამებული
გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმი ქეთევან წამებულის ცხოვრების შესახებ,
ფილმში ნაჩვენებია ქართული ექსპედიციის გამოკვლევები ინდოეთში.


კუნძული
მეორე მსოფლიო ომი. ბარჟა, რომელზეც ანატოლის და ტიხონს
ნახშირი გადაქონდათ,
გერმანელთა საყარაულო გემმა შეიპყრო. გერმანელებისგან დანდობის
იმედით ანატოლი საშინელებას ჩადის... ის ტიხონს კლავს.
გერმანელები მშიშარას დანაღმულ ბარჟაზე ტოვებენ. მას კუნძულზე
მცხოვრები ბერები შველიან.


წმინდა გიორგი
დოკუმენტური ფილმი წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.


მამა გაბრიელი
დოკდოკუმენტური ფილმი მამა გაბრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.


ეს არის ძალიან საინტერესო ფილმი მარიამ ნაზარეველზე და მის ძეზე იესო ქრისტეზე.
დუბლირებულია ქართულად
გადმოწერა
დუბლირებულია ქართულად


წმინდა პეტრე
ფილმში აღწერილია მოციქულ პეტრეს ცხოვრება, მოღვაწეობა და ეკლესიის დაარსება.
ფილმში აგრეთვე არის აღწერილი მოციქულ პავლეს ცხოვრებაც
და მათი აღსასრული ქრისტესთვის. დუბლირებულია ქართულ ენაზე.


სამყარო იესო ქრისტემდე. აბრაჰამის მსხვერპლი,
ეგვიპტეს ტყვეობიდან ხალხის გაყვანა და მცნებები,
რომლებიც ღმერთმა მოსეს სინაის მთაზე გადასცა. ეს არის რწმენის,
გამოცდის და რა თქმა უნდა სიყვარულის ისტორიები. დუბლირებულია ქართულ ენაზე.


იაკობი
ქანაანის მიწაზე ცხოვრობს ისააკი, აბრაამის ძე, მის ჭკვიან, გაბედულ ცოლთან,
რებეკასთან და ტყუპ ძმებთან ესავთან და იაკობთან. ესავი, პირმშო,
ძლიერი და უშიშარი დიდი მაძიებელია მგრძნობიარე სიამოვნებების. იაკობი მწყემსია,
უფრო ლმობიერი და თანაგრძნობის უნარის მქონე ვიდრე ესავი. როგორც ესავია მამის სიამაყე,
ასევეა იაკობი დედის. რებეკა დარწმუნებულია, რომ იაკობი, იმისდამიუხედავად რომ ის მეორე შვილია,
რჩეულია და სწორედ ის არის ისააკისა და აბრაამის მემკვიდრე .


წმინდა პავლე
ფილმი აღწერს ტარსუელი სავლეს ცხოვრებას რომელიც იყო ქრისტიანობის სასტიკი მოწინააღმდეგე,
მაგრამ მას შემდეგ რაც იხილავს იგი ქრისტეს უფლის ბრძანებისმაებრ გახდება მისი მქადაგებელი,
რომელიც იქადაგებს ჭეშმარიტებას ყველა ხალხში.


დავითი
მხატვრული ფილმი, რომელიც აღწერს წინასწარმეტყველ დავით მეფსალმუნის ცხოვრებას.
დავითი დაიბადა მწყემსის ოჯახში, მაგრამ იზრდებოდა წინასწარმეტყველ სამუელთან.
მისი გზა დიდებისაკენ სულაც არ იყო ადვილი, ის შეებრძოლა ბევრ მტერს:
ფილისტიმელი გოლიათით დაწყებული და საულ მეფით დასრულებული.
თავისი ორმოცწლიანი მეფობის პერიოდში მან გადაიტანა ბევრი ბრძოლა, ღალატი და დანაკარგი.


სოლომონი
ფილმში აღწერილია სოლომონ ბრძენის, დავით მეფსალმუნის ძის ცხოვრება და მოღვაწეობა,
ადამიანი რომელმაც ააგო იერუსალიმის ტაძარი ღვთის სადიდებლად.


მოსე
წმიდა მოსე ეგვიპტეში დაიბადა მაშინ, როცა ისრაელები აქ მონობის უღელქვეშ იტანჯებოდნენ.
ებრაელთა პოპულაციის შეჩერების მიზნით, იყო ნაბრძანები ყველა მამრობითი ებრაელი ბავშვის მკვლელობა.
როდესაც მოსე დაიბადა დედამისმა იგი კალათაში ჩასვა და ნილოსის დინებას მიაბარა.
იგი გადაარჩინა მეფის ქალიშვილმა და სასახლეში გაზარდა.
მან მოგვიანებით გაიგო, რომ ებრაელთა ხალხს ეკუთვნოდა და მათი გამოხსნისათვის უნდა ეზრუნა.


საბოლოო განაჩენი
კეისარი ავგუსტუსი აგზავნის იერუსალიმში თავის ჯარისკაცს, რომელსაც დაავალებს,
რომ გაიგოს იესო ქრისტეზე სიმართლე მისი ქადაგებებისა, ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ.
ეს ფილმი არის ქართულ ენაზე.


ეს ფილმი ასახავს მწყემსი ბიჭის დავითის ცხოვრებას, რომელიც დაამარცხებს მებრძოლს,
გოლიათს და შემდეგ გახდება ისრაელის მეფე, ის გააერთიანებს სამეფოს, რომელიც დაშლილი იყო.


ნოე
ვინ იყო ბიბლიური ნოე რომელმაც კაცობრიობა
წარღვნისაგან იხსნა. სად
დასახლდნენ წარღვნის შემდეგ ადამიანები და როგორ ააშენა კაცობრიობამ ბაბილონის გოდოლი.
გადმოწერა
დასახლდნენ წარღვნის შემდეგ ადამიანები და როგორ ააშენა კაცობრიობამ ბაბილონის გოდოლი.
