სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია

ზიარების წინა ლოცვების წაკითხვა შეიძლება ზიარებამდგ ნებისმიერ დროს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს უშუალოდ ეკლესიაში მსახურებისას. ამიტომ უმჯობესია მათი კითხვა დავიწყოთ წინა საღამოს, მსუბუქი ვახშმის შემდეგ. ეს ლოცვები საკმაოდ ხანგრძლივი დროის საკითხავია და თუ ადამიანს უჭირს - დაღლილობის ან რაიმე უძლურების გამო, დასაშვებია ლოცვების გაყოფა. ამ შემთხვევაში წინა საღამოს წავიკითხავთ ზიარების ლოცვებიდან 9 გალობას და ფსალმუნებს, მეორე დღეს კი - დარჩენილ 12 ლოცვას. შეიძლება ლოცვების სამ ნაწილად გაყოფაც. საჭიროების შემთხვევაში და შესაძლებლობის მიხედვით.

ლოცვები ზიარების წინ

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

50-ე ფსალმუნი

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

ხმა, ბ. გალობა, ა. ძლისპირი

მოვედით ერნო. უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა ერი თვისი იხსნა ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

პური ცხოვრებისა საუკუნოსა მექმენინ ხორცი წმიდა შენი, მოწყალეო უფალო, და პატიოსანი სისხლი შენი, და სენთა მრავალფერთა განსაკურნებელად, ვითარცა მოწყალე ხარ:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სისხლსა მას შენსა, მეუფეო, ყოვლადპატიოსანსა და ხორცსა შენსა ყოვლადწმიდასა ღირს-მყავ მე არა ღირსი მოღებად ჭამად და სმად სურვილით და სარწმუნოებით, ვითარცა მოწყალე ხარ.

დიდება...

შევიგინე მე საქმითა ბოროტითა საწყალობელი, და უხრწნელისა ხორცისა და საღმრთოსა სისხლისა შენისა, უღირსი ესე კვალად ზიარებასა ღირს-მყავ, ვითარცა მოწყალე ხარ:

აწ და...

ჰოი, ქუეყანაო, კეთილო, კურთხეულო სძალო ღმრთისაო, რომელმან უმუშაკოდ გამოიღე თავწარსხმული, ცხოვრებად სოფლისა ღირს-მყავ მე ჭამად ამისაგან, რათა ვსცხოვნდე და გადიდებდე:

გალობა, გ. ძლისპირი

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო შენდა მომართ, მხოლოო რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღმრთისა ჩუენისა.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რამეთუ წმიდითა სვინდისითა განათლებული სარწმუნოებით მოვიდე შიშით მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა მექმნენინ მე უხრწნელი ხორცი შენი, და საღმრთო სისხლი __ სულისა წმიდისა ზიარებად და ცხოვრებად საუკუნოდ, კაცთ-მოყვარეო, და ვნებათა და ჭირთაგან გამომხსნელ და მაცხოვარ.

დიდება...

ღირს-მყვენ ჩუენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა.

აწ და...

პურისა ცხოვრებისა ტრაპეზო, ყოვლადწმიდაო, მოწყალებათათვის ზეცით გარდამოსრულისა და ახლისა ცხოვრებისა სოფლისა მომნიჭებელად ღირს-მყავ მეცა აწ უღირსი შიშით ამისსა გემოს ხილვად, რათა ვცხონდე.

გალობა, დ. ძლისპირი

მოხვედ, ჩუენდა ქალწულისაგან, არა ანგელოსი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ, დიდებასა ძალსა შენსა.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ინებე რა ჩუენთვის ხორცთ-შესხმა, მრავალმოწყალეო უფალო, შეიწირე ვითარცა ცხოვარი ცოდვათათვის კაცთასა, ამისთვის ხოლო გევედრები, შენ, ჩემთაცა განქარვებად შეცოდებათა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

განკურნენ სულისა ჩემისა წყლულებანი უფალო და სრულიად განმწმიდე და ღირს-მყავ, მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა საღმრთოსა სერობასა უბადრუკი.

დიდება...

ვსდგეთ ყოველნი უკუე შიშით და ძრწოლით და მოწიწებით. თვალნი სულისანი ზე გვაქვდნენ, და მაცხოვრისა მიმართ ვხმობდეთ, დაგვამტკიცენ და გულისხმიერ გვყვენ ჩუენ, ღმერთო მოწყალეო, შიშსა შენსა.

აწ და...

მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა სახიერო ძე შენი, დედუფალო, და დამიცევ მე, შეუგინებელად, და უბიწოდ მონა შენი, და უვნებელად, რათა შევიწყნარო გონიერი მარგარიტი და წმიდა ვიქმნე.

გალობა, ე. ძლისპირი

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩუენ, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხვა ღმერთი არა ვიცით.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სიტყვაო ღმრთისაო და ღმერთო, ნაკვერცხალ მექმენინ მე წმიდა ხორცი შენი განმანათლებელ ჩემ დაბნელებულისა ამის, და განმწმედელ მწიკვლევანებასა, სულისა ჩემისასა სისხლი შენი.

დიდება...

შემწიკვლებული სული და ბაგენი მქონან არა წმიდანი. და აწ ვერ ძალმიძს მიახლებად შენდა ქრისტე, და მოღებად ხორცსა შენსა, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად.

აწ და...

მარიამ, დედაო ღმრთისაო, სუნნელებისა შვენიერო სამკვიდრებელო, ლოცვითა შენითა ჭურად რჩეულად გამომაჩინე, რათა ზიარ ვიქმნე სიწმიდეთა საღმრთოთა ძისა შენისათა.

გალობა ვ, ძლისპირი.

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვილტვი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო, გევედრები.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

გონება, სული და გული წმიდა ჰყვენ მაცხოვარ, და ხორცნიცა ჩემნი, და ღირს-მყავ მეუფეო, დაუსჯელად მიახლებად, საშინელთა საიდუმლოთა შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა უცხო ვიქმნე ვნებათაგან, შენითა მადლითა, და ღირსვიქმნე ქონებად, მოგებად გონებისა სიმტკიცესა, ზიარებისათვის წმიდათა შენთა საიდუმლოთა.

დიდება...

შიშით და ძრწოლით მივეახლნეთ ყოველნი საღმრთოთა საიდუმლოთა მეუფისათა, და წმიდა ხორცი მისი მოვიღოთ. წმიდა და ყოვლად პატიოსანი სისხლი მისი.

აწ და...

ღმერთო და სიტყვაო ღმრთისაო, წმიდაო წმიდა-მყავ მე სრულიად აწ მომავალი საღმრთოთა მიმართ შენთა საიდუმლოთა, წმიდისა დედისა შენისა ვედრებითა:

კონდაკი, ხმა, ბ. ზენათა ძიებითა

საღმრთოსა ხორცისა და სისხლისა, მოღება ქრისტე, განსაწმედელ მექმენინ ნუ დასასჯელ ამით ზიარება, და ნუ თანა-მდებ, არამედ განსაწმედელ შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოსა და უკვდავებისა.

გალობა, ზ. ძლისპირი

ხატისა მისთვის ოქროსა, რომელი იმსახურა, ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხყვეს მძლავრისა მის, და შეითხივნეს სახმილსა მას, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო:

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წყარო სახიერებისა, არს ზიარება ქრისტე, უკვდავთა შენთა საიდუმლოთა, აწ უკვე მექმენინ მე წყარო სახიერებისა, ნათელ უვნებელობისა, და სათნოებისა მიმართ უწმიდესობა, და წარმართებისა და აღმატებისა მონიჭება, მხოლოო სახიერო, რათა გადიდებდე.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა განვერნეთ ვნებათაგან მტერისათა, იწროებათა და ყოველთაგან სალმობათა შიშით, სიყვარულით და სურვილით კაცთმოყვარე, მოვილტვი აწ, შენისა მიმართ უკვდავისა და საღმრთოსა საიდუმლოსა და გიგალობ შენ: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდება...

სულო ჩემო უბადრუკო, სულო ვნებულო, შეძრწუნდი მხედველი საიდუმლოსა დიდებულსა. სულთქმით ცრემლეოდე მკერდსა ცემით, ხმობდი და იტყოდი _ ღმერთო განმწმიდე მე ვითარცა მეძავი ცოდვათა ჩემთაგან ღმერთო მამათა ჩუენთაო:

აწ და...

მაცხოვარი ქრისტე შევ ზესთა ცნობისა ღმრთივ-მიმადლებულო, გევედრები შენ წმიდასა, ლმობიერად მონა შენი არაწმიდა, მნებებელი აწ, ყოვლადწმიდათა მიმართ საიდუმლოთა მიახლებად, განმწმიდე მე, ყოვლისაგან შეგინებისა, ხორცთა და სულისა.

გალობა, ე. ძლისპირი

სახმილად გარდამოსულსა, ყრმათა ებრაელ-თათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წმიდისა ზეციერისა, და შესაძრწუნებელისა საიდუმლოსა, და საღმრთოსა სერობისა, საიდუმლოდ ზიარებასა, ღირს-მყავ. აწ სასოწარკვეთილი ესე, ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოწყალებისა შენისა მომართ მოვილტვი სახიერ, და ვხმობ შიშით, ჩემთანა ეგე მაცხოვარ, და მე შენთანა ვითარცა სთქუ, რათა ესერა მინდობითა წყალობათა შენთათა ვსჭამ ხორცსა, და ვსვამ სისხლსა შენსა.

დიდება...

ვსძრწი შეწყნარებად ცეცხლისა, ნუ უკვე შემწვას, ვითარცა ცვილი, და ვითარცა თივა, ჰოი, საშინელი საიდუმლო, ჰოი, მოწყალება ღმრთისა თუ ვითარ, საღმრთოსა ხორცსა და სისხლსა მე თიხა, ესე ვეზიარო და უკვდავ ვიქმნე.

აწ და...

საღმრთო პური ცხოვრებისა საშოსა შენსა ღმრთისა დედაო, ჭეშმარიტად შეიცხო, და დაიცვა უვნებელად უბიწოო. ამისთვისცა, ვითარცა მზრდელსა ჩუენსა გიგალობთ შენ ყოველნი, უკუნისამდე.

გალობა, თ. ძლისპირი

დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან, მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგვანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ:

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

განიცადეთ და იხილეთ, ქრისტე არს უფალი, რათა ჩუენთვის მსგავს ჩუენდა, ქმნილი მოვიდა, და კვალად მომავალ არს. და ერთ გზის თავი თვისი შესწირა, ვითარცა მსხვერპლი თვისისა მამისა, და მარადის დაიკლვის განწმედად მიმღებელთა მისთა:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სული ჩემი ხორცთა თანა განსწმიდე მეუფეო, და განანათლე შენ საღმრთოდ, რათა იქმნას სახლ შენდა, და ზიარ იქმნას საიდუმლოთა შენთა, სიწმიდით ერთ არსად მამისა თანა, და სულისა შენისა თანა მცნობელი კეთილისმყოფელო და მრავალმოწყალეო:

დიდება...

ვითარცა ცეცხლი მექმენინ მე, და ვითარცა ნათელი ხორცი შენი, და სისხლი შენი პატიოსანი მაცხოვარო ჩემო, შემწველ ცოდვათა ნივთსა და დამწველ ეკალსა ვნებათასა, და ყოვლითურთ განმანათლე მე, თაყვანისმცემელი შენისა ღმრთაებისა.

აწ და...

ღმერთი განხორციელდა წმიდათა სისხლთა შენთაგან, რომლისათვისცა ყოველი ნათესავი გიგალობს შენ დედოფალო, და სიმრავლე გონიერთა გადიდებს, ვითარცა შენ მიერ ბრწყინვალედ მხილველნი, ყოველთა მეუფისა ბუნებით კაცთათა.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ტროპარი დღისა ანუ დღესასწაულისა, ხოლო უკეთუ არს ალილუია ესენი:

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).

და ლოცვა ესე სერობისა.

უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღვთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩუენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელის აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო.

ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთნოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღვთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი.

მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან.

ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიხსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღვთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედოფალო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხოლო ხვალისა შემდგომად ჟამნისა ჩვეულებრივსა მის ლოცვისა, რომელიცა ინებებს ზიარებად იტყვის, კურთხეულ არს.., ესრეთ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ),

დიდება, აწ და...

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

22-ე ფსალმუნი:

უფალმან მმწყსოს მე და არა მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალ-თა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან _ ამათ ნუგეშინის-მცეს მე. განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასმელმან შენმან დამათროს მე ვითარცა ურწულმან. წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

23-ე ფსალმუნი:

უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. რამეთუ მან თავადმან ზღვათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალო ხელითა და წმიდა გულითა, რომელმან არა აღიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა. ამან მოიღოს კურთხევა უფლისაგან და წყალობა ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღახვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისა? უფალი ძლიერი და მტკი-ცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფე დიდებისა.

115-ე ფსალმუნი:

მრწმენა, მე რომლისთვისცა ვიტყოდე, ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. და ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. რა მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა. ჰოი უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მხევლისა შენისა; განხეთქენ საკრველნი ჩემნი. შენდა შევწირო მსხვერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ!

დიდება.., აწ და...

ალილულია 3-ჯერ. მეტანია 3-გზის.

ტროპარი. ხმა 3

უსჯულოებანი ჩემნი უგულებელსყვენ უფალო, ქალწულისაგან შობილო, და გული ჩემი განსწმიდე, და ტაძარ მყავ მე უხრწნელისა ხორცისა და სისხლისა შენისა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, მხოლოო რომელსა გაქვს დიდი წყალობა.

დიდება...

ზიარებად სიწმიდეთა შენთა ვითარ ვიკადრო არა ღირსმან, ხოლო უკეთუ ვიკადრო შენდა წარმოდგომად ღირსთა თანა, სამოსელი ჩემი მამხილებს, რათა არა არს სერობისა, დასჯილება და მხილება, და შეგინება მრავალმცოდველისა სულისა ჩემისა განსწმიდე უფალო, და მაცხოვნე მე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ:

აწ და...

აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი წმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტი ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ წყალობასა. მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა ევედრე ძესა შენსა, და ღმერთსა ჩუენსა, მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო:

ხოლო წმიდასა და დიდსა ხუთშაბათს სთქუ ესე: ხმა 7

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარეობისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ მართალსა მსაჯულსა მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ კაცთმოყვარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ) და მეტანია რაოდენიცა გენებოს.

ოდეს გენებოს ხორცი სამეუფო მიღებად ჰოი, კაცო: შიშით მიეახლე, რათა არა დაიწვა, რამეთუ ცეცხლი არს: და რაჟამს გენებოს შესმად სისხლი საღმრთო, და შერთუა მისთანა: დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად, საიდუმლოსა მის.

ლოცვა წმ. დიდისა ბასილისა

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედისა, დაუსაბამოსა მამისა თანა სამარადისოო, ძეო და თანა დაუსაბამოო, რომელმან მრავლისა სახიერებისათვის, უკანასკნელთა დღეთა, ხორცნი შეიმოსენ, და ჯვარს ეცვი და დაიკალ, ჩუენ უმადლოთა და ძვირისმოქმედთათვის, და თვისითა სისხლითა განაახლე განხრწნილი ცოდვითა ბუნება ჩუენი. თვით უკვდაო მეუფეო, შეიწირე ჩემ ცოდვილისა სინანული, და მოჰყავ ყური შენი ჩემდა და ისმინე სიტყვათა ჩემთა, რამეთუ ვსცოდე, უფალო, ვსცოდე ცად მიმართ, და არა ვარ ღირს აღხილვად სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისა, რამეთუ განვარისხე სახიერება შენი, და მცნებათა შენთა გარდავხედ, არცა ვისმინე ბრძანებათა შენთა, არამედ შენ, უფალო, რომელი ძვირ-უხსენებელ ხარ, სულგრძელ და მრავალმოწყალე, არა მიმეც მე წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩემთა, მარადის მომლოდნემან ჩემისა მოქცევისამან, რამეთუ შენ სთქუ, კაცთმოყვარეო, წინასწარმეტყველისა შენისა მიერ, ვითარმედ: „ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი". რამეთუ არა გნებავს, მეუფეო, ხელთა შენთა დაბადებულისა წარწყმედა, და არცა გთნავს წარწყმედა კაცთა, არამედ, გნებავს ყოველთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ამისთვისცა დაღაცათუ არა ღირს-ვარ ცასა და ქვეყანასა, და ამასცა საწუთოსა ცხოვრებასა, ყოვლითურთ თავი ჩემი დავამორჩილე ცოდვასა და გემოთა დავემონე, და ხატი შენი უხმარვჰყავ, არამედ ვინათგან ქმნული და დაბადებული შენი ვარ, არა უმეცარ ვარ თვისსა ცხოვრებასა საწყალობელი, არამედ აურაცხელისა მოწყალებისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ; შემიწყნარე უკვე მეცა, კაცთმოყვარეო უფალო, ვითარცა მეძავი, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა მეზვერე, და ვითარცა უძღები, და აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უძლურებანი კაცთა განჰკურნენ, და მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა შენდა მოუწოდე განსვენებად; რომელი არა მოხვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მასწავე მე სრულყოფად სიწმიდითა შიშსა შინა შენსა, რათა წმიდითა მოწამებითა სინდისისა ჩემისათა, სიწმიდეთა შენთა ნაწილსა შემწყნარებელი, შევერთო წმიდასა ხორცსა შენსა და სისხლსა, და მაქვნდე შენ დამკვიდრებულად, და ეგო ჩემ-შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ. ჰე, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რათა არა სასჯელ მეყოს მე ზიარება ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუცა უძლურ ვიქმნე სულით და ხორცით, რომელთაცა უღირსად ვეზიარები, არამედ მომეც მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვად ჩემდამდე, დაუსჯელად მოღებად ნაწილი სიწმიდეთა შენთა, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზალ ცხოვრებისა საუკუნოსა, და კეთილ-მითვალულ სიტყვისსაგებელ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა შენსა, რათა მეცა ყოველთა რჩეულთა შენთა თანა, ზიარ ვიქმნე უხრწნელთა კეთილთა შენთა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, უფალო, რომელი მათთანა დიდებულ ხარ უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმ. მამისა იოანე ოქროპირისა. 2

უფალო ღმერთო ჩემო, უწყი, რამეთუ არა ვარ ღ

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 185
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2024