მიტროპოლიტი
იობი (აქიაშვილი)
დაიბადა
1960
წლის 29
მაისს
ყაზბეგის
რაიონის
სოფელ
სნოში,
ღვთისმოშიშ
ოჯახში, 1977
წელს
დაამთავრა
სნოს
საშუალო
სკოლა.
1978
წელს
ჩააბარა
გამოცდები
საქართველოს
სასოფლო-სამეურნეო
ინსტიტუტის
ეკონომიურ
ფაკულტეტზე.
სტუდენტობის
წლებში
სიონის
საკათედრო
ტაძარში
დაიწყო
ეკლესიური
ცხოვრება.
მონაწილეობას
იღებდა
საკვირაო
წირვა-ლოცვაში,
იყო
სტიქაროსანი.
1982 წ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და
უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოში
მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა
საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის
მოადგილედ.
1984 წ. გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ
მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წ.
ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მცხეთაში სწავლის პერიოდში
სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას
გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო
რეზოდენციაში.
1988 წ. 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი)
შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19
იანვარს (წყალკურთხევას) ნათლისღება დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა
ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად.
1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის
წინამძღვრად.
1989 წ. ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში,
რომელიც მოეწყო აჭარაში.
1989 წ. 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე
წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში,
სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წ. 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და
უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის
მონასტერში. სამწუხაროდ, მონასტერში არასასურველოი პირობების გამო
დროებით ისევ დედაქალაქში დაბრუნდა. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა
საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების
თავმჯდომარედ, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში -
წინამძღვრად.
1992 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა
მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი
უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმიდა სინოდის წევრთა
ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში
დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა
აღმზრდელობით დარგში.
1992 წ. 28 დეკემბერს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს
ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით
დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.
1995 წ. გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ
დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად..
1996 წ. 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის
მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსად.
1996 წ. 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში,
ხოლო 2000 წ. 28 ნოემბერს მიტროპოლიტის ხარისხში. არის ლიტურგიკული და
საღვითისმეტყველო კომისიების თავმჯდომარე.
|