სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია
ბრილის წარმავლობა
სოფელი ბრილი მდებარეობს შიდა ქართლის ბარში.ხაშურის რაიონის
ალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,ლიხის ქედის აღმოსავლეთ
მთისწინეთზე მდ. ბურნაულის სათავეში.ზღვის დონიდან 750 მ-ზე.
რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 28 კმ-ით.
სოფლის სახელწოდება "ბრილი",შესაძლებელია მომდინარეობდეს
სიტყვიდან "გრილი".ზაფხულის პერიოდში აქ მართლაც,რომ გრილი ჰავაა.
ბრილი ისტორიულ წყაროებში XVIII ს-დან იხსენიება.
იგი თავად დიასამიძეთა საკუთრებას წარმოადგენდა.
სოფლის ტერიტორიაზე მრავლად არის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების
ნიმუშები:ფერისცვალების ეკლესია აგებული IX ს-ში.ძეგლი გადაუკეთებიათ
გვიან ფეოდალურ ხანაში.დღეს წარმოადგენს მოქმედ ეკლესიას;
ღვთისმშობლის ეკლესია-მდებარეობს სოფლიდან ჩრდილოეთით 2 კმ-ზე.
თარიღდება IX-X სს-ით;
წმინდა ნინოს ეკლესია-მდებარეობს სოფლის დასავლეთით.საამშენებლო
წარწერის მიხედვით აგებულია მეფე ერეკლე I (1688-1703) ზეობის ხანაში;
ეკლესია ბერისა- მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით.ნაგებობა დანგრეულია;
სომხების საყდარი შემორჩენილია ნაშთების სახით სოფლის
ჩრდილო-დასავლეთ მხარეს;
წმინდა გიორგის ეკლესია-მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ
მხარეს.შემორჩენილია სამხრეთ კედლის ნაწილის სახით;
ნასაყდრევი- მდებარეობს სოფლის განაპირას ტყეში,ჩვენამდე ნანგრევის
სახითაა მოღწეული.
საყურადღებოა ის ფაქტი,რომ სწორედ ბრილში ადგილობრივი გლეხის
ქართველიშვილის მარანის კედელში 1898-წელს იპოვეს ქართული ჭედური
ხელოვნების ნიმუში დავით კურაპალატის ჯვარი.
სხვადასხვა დროს სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე სასოფლო
სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისას,ადგილობრივი მოსახლეობის მიერ
ნაპოვნია სხვადასხვა დასახელების თიხის ჭურჭელი,ბრინჯაოს ნივთები
და იარაღები(ქამრის ბალთა,ისრის პირები და სხვა).
ნაპოვნი ნივთები თავმოყრილია ხაშურის მხართმცოდნეობის მუზეუმში.
ყოველივე ზემო თქმული ნათელი დადასტურებაა იმისა,რომ ბრილი
გაცილებით ადრეული ხნის არის და მას დიდი ისტორია აქვს,რაც
სამწუხაროდ წერილობით წყაროების სახით ჩვენამდე არ მოღწეულა,
მაგრამ ამაზე ნათლად მეტყველებენ ნივთიერი წყაროები.
როგორც ჩანს ადრეული ხანის ბრილში ცხოვრება შეწყვეტილია და
შემდგომ გვიანდელ პერიოდში კვლავ განახლებულა.ადგილობრივი
უხუცესი ადამიანები იხსენებენ წინაპართა გადმონაცემს:ბრილში,
რომელიც მაშინ ტყით ყოფილა დაფარული,მოსულა ორი ძმა
ქართველიშვილი ,ბატონს გამოქცეული ყმები.მათ აქ უნახავთ ხელით
ნაგები წყარო და ძველი ნანგრევები.ძმებს ტყე გაუკაფავთ და აქვე
დასახლებულან.
ბრილში ცხოვრების შეწყვეტა მრავალი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო
განაპირობებული.ერთ-ერთია მომხდარი მტრის შემოსევა.
ისტორიული სურათი შესაძლებელია ასეთიც იყოს:თემურ-ლენგის
შემოჭრები საქართველოში:იგი დასავლეთ საქართველოში გადასვლისას
აოხრებს ულუმბოს (ცნობილი ფაქტია).ბრილიდან ულუმბომდე საკმაოდ
მოკლე მანძილია.დღესაც მოქმედია ორი სოფლის დამაკავშირებელი ტყის
ბილიკები ნინოსის ღელის გავლით.დიდია ალბათობა იმისა,რომ სწორედ
ამ პერიოდში იქნა განადგურებული ბრილში დასახლება.ნასოფლარს ტყემ
გადაუარა.დიდი დროის შემდეგ აქ კვლავ მოდიან ადამიანები,სახლდებიან
და ბრილიც ახალ სიცოცხლეს იწყებს.

                                                                                          
                                             ისტორიკოსი/ბეჟან ჩუბინიძე/



კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 186
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2024