Персональный сайт - ციფრული იმპლანტანტები: პროცესი დაიწყო
                                                               სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია
ციფრული იმპლანტანტები: პროცესი დაიწყო
უკრაინული გამოცემიდან

      2002 წლის გაზაფხულზე, ამერიკულმა კომპანიამ Applied Digital Solutions-მა სამომხმარებლო ბაზარზე თავისი ციფრული იმპლანტანტი VeriChip-ი გამოუშვა. იმპლანტანტის შემქმნელთა განცხადებით, მასზე ადამიანის პერსონალური მონაცემები იქნება დატანებული. ბრინჯის მარცვლისხელა ჩიპის ჩადგმა უმარტივესი ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით, ადგილობრივი ანესთეზიის მეშვეობითაა შესაძლებელი. ოპერაციის შემდეგ არაა საჭირო ნაკერების დადება. მისი ჩადგმის პროცედურა იმდენად მარტივია, რომ პრინციპში კუსტარული მეთოდითაც შეიძლება განხორციელდეს. ჩიპის მფლობელის შესახებ ინფორმაცია სუპერკომპიუტერში ინახება. ინტრაჩიპის პროგრამა–მაქსიმუმი, უახლოესი ქსელის ტერმინალთან რადიოკონტაქტია. (მობილური კავშირის ქსელი ჩიპის „საარსებო გარემოს" ნამდვილად აკმაყოფილებს). ხელსაწყოს დატენვა ტერმინალთან ყოველი მიმართვის დროს, ან სხეულის ტემპერატურის ცვლილებით გამომუშავებული ენერგიით პიეზი–ელემენტების მეშვეობით მოხდება. ყველაზე აქტიური ტემპერატურული ცვლილებები ადამიანის სხეულში სწორედ შუბლსა და მარჯვენა ხელზე ხდება, ესაა სისხლის მიმოქცევისა და სითბოს გაცემის ყველაზე აქტიური ზონები ადამიანის ორგანიზმში.
      იმ ინფორმაციის მოცულობა, რომელსაც ჩიპი იტევს, ნაბეჭდი ტექსტის ექვსი ხაზის ექვივალენტურია. Applied Digital Solutions–ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ჩიპები საიდენტიფიკაციო საბუთების ფუნქციას შეასრულებენ, კერძოდ კი პასპორტების. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩიპების იმპლანტაცია შინაურ ცხოველთა ორგანიზმში 1987 წლიდან ხორციელდება.
      ჩიპების პირველი მომხმარებელი კაცობრიობის ისტორიაში, ფლორიდაში მცხოვრები ჯეიკობსების ოჯახი გახდა. ჯეიკობსების ოჯახი სამი წევრისგან შედგება – ჯეფრი ჯეიკობსი, მისი ცოლი ლესლი და ვაჟი დერეკი – ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან. მამა დანტისტია, დედა დიზაინერულ ჟურნალში მუშაობს, 14 წლის ჯეიკობსი კი ჯაზითა და კომპიუტერითაა გატაცებული. ერთ დღესაც ჯეიკობსები მიხვდნენ, თუ როგორ მოახერხებდნენ სხვებისგან გამორჩევას. ჯეფრი ჯეიკობსი ჩიპით, ჯამრთელობის მდგომარეობის გამო დაინტერესდა – იგი ონკოლოგიურ დაავადებას გადაურჩა: „თუ მე რაიმე დამემართება და ჩემს გვერდით არავინ აღმოჩნდება ისეთი, რომელსაც ჩემი ჯამრთელობის ისტორია ეცოდინება, ნებისმიერი მედმუშაკი, სპეციალური სკანერის მეშვეობით მიიღებს საჭირო ინფორმაციას ჩიპიდან და დამეხმარება. ჩიპს ჩემი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია."
      საზოგადოებრივი ორგანიზაციის (The Last Day Ministries) პრეზიდენტი გერი უოლშეიდი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობა აპოკალიფსის ზღვარზე იმყოფება, VeriChipi–ი კი სწორედ „მხეცის ნიშანია". მისი თვალსაზრისით: „ყველა იმ ტექნოლოგიათა შორის, რომელთაც აქვთ პოტენციალი გახდეს მხეცის ნიშანი, ამის ყველაზე მეტი შესაძლებლობა VeriChipi–ის აქვს, თანაც პირდაპირ ახლა. ეს არაა საბოლოო პროდუქტი, მაგრამ ჩიპი ამ მიმართულებით ყველაზე სერიოზული ნაბიჯია. სამი–ოთხი წლის შემდეგ ხალხს აიძულებენ მათ მიღებას, მათ კი ვინც ჩიპს არ მიიღებს, დასჯიან."
      VeriChip–თან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სიახლე ისაა, რომ მისი მატარებელი მექსიკის გენერალური პროკურორი გახდა, რომელმაც იმპლანტანტი ხელში ჩაიდგა, მას თანამშრომელთა დიდმა ნაწილმაც მიბაძა. ანუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.


      (7 თებერვალი 2002 წელი, ინტერნეტ–საიტი membrana.ru)

   

ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტსაც, რომ კომპანია, რომლის მთავარი ოფისი კალიფორნიაშია განლაგებული (პალმ–ბიჩი), თავისი ჩიპების აპრობირებას სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მცხოვრებლებზე მოახდენს. იქ ზემოთ აღნიშნული ოპერაციები განუხორციელდებათ პაციენტებს გადანერგული ორგანოებით, რომლებიც მედიკოსების განუწყვეტელი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. მეორე კატეგორიას წარმოადგენენ პატიმრები, Applied Digital Solutions–მა მოიგო სამ წლიანი ტენდერი, რომლის მიხედვითაც მის ჩიპებს კალიფორნიაში პირობითად გათავისუფლებულ ადამიანებს ჩაუდგამენ. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები თავიანთ ადგილსამყოფელს შეიცვლიან და პელენგაციის ზონას დატოვებენ, შესაბამისი რადიოსიგნალი „საკონტროლო პუნქტში" დაფიქსირდება. ფსიქოლოგები კი თვლიან, რომ ზოგადად კაცობრიობა ფსიქოლოგიურად მზადაა მსგავსი იმპლამტანტების გამოჩენისა და მათი გამოყენებისათვის. საკუთარ ორგანიზმში გარეშე ელემენტების შეჭრა უკვე აღარავის აღარ აშინებს.

(24 დეკემბერი 2001, ინტერნეტ–საიტი membrana.ru)


ოდიოზურმა ამერიკულმა კომპანიამ VeriChip–მა, რომელიც ადამიანთა იმპლანტაციას თავისი RFID–ის ჩიპების გამოყენებით გეგმავს თავისი კაპიტალის აქციონირების საპასუხისმგებლო სტადიაზე გადავიდა. რა თქმა უნდა ამას გამოეხმაურა მისი პირველი ოპონენტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია CASPIAN–ი, რომელიც RFID–ისა და VeriChip–ის მიკროსქემას ებრძვის. ორგანიზაცია თვლის, რომ მათი გამოყენება ადამიანის კერძო ცხოვრებაში ჩარევას ნიშნავს. ამ ორგანიზაციის მთავარმა აქტივისტმა ქალებმა ქეთრინ ელბრეხტმა და ლიზ მაკინტაირმა, არამხოლოდ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი საჯარო აქციონირების დოკუმენტების პაკეტი, არამედ იპოვეს ჰაკერი, რომელმაც გატეხა RFID–ის ჩიპი და მისი შინაგანი სტრუქტურის გაშიფვრა შეძლო. რაც შეეხება VeriChip–ის დაცვით მექანიზმებს კლონირებისგან თავდასაცავად ისინი საერთოდ არ არსებობენ. ამ ჩიპთან მიახლოებისას საკმარისია ხელში სპეციალური მოწყობილობა გეჭიროს და უკონტაქტოდ მიიღებ ინფორმაციას კლონირებული ჩიპის შექმნისათვის. რითაც ჩიპირებულ ადამიანს გაცილებით დაუცველ მდგომარეობაში ჩააგდებ, ვიდრე უჩიპოს.

(ინტერნეტ–საიტი www.newsportal.com.ru, 06 თებერვალი, 2006 წელი)





      საზოგადოება ისეთ ცვლილებებს განიცდის, რომ ახალი მსოფლიოს კონტურები უკვე ნათლად იკვეთება. მსოფლიოსი, სადაც თითოეული ადამიანის ნაბიჯი გათვლილი იქნება, სადაც თითოეულ სიტყვას მოუსმენენ, სადაც თითოეული ნაყიდი ნივთი იქნება აღრიცხული. რა თქმა უნდა,თითოეული ჩვენგანი ჩვენი საქმეების მიხედვით განისჯება, მაგრამ უფალი პირველ რიგში ანტიქრისტეს ბეჭდით დატვიფრულ ადამიანებს უარყოფს. ჩიპებს უკვე უდგავენ ლათინოამერიკელებსა და შავკანიანებს, რომელთაც აშშ–ს მოქალაქეობის მიღება უნდათ, ან მათ ვისაც სურთ აშშ–ს ოფიცერები გახდნენ. მოვისმინოთ რას ამბობს ამ ადამიანების მდგომარეობაზე ინტერნეტ–კონფერენციის მონაწილე, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება მოისურვა და მხოლოდ თავისი მეტსახელი „უზენაესის მსახური" დაგვისახელა: „მე მსმენია ჩემი ნაცნობი ქალისგან იმ ამერიკელების შესახებ, რომლებმაც ხელსა და შუბლში ჩიპი ჩაისვეს, ამ ქალს მათთან შეხება ჰქონია. ეს ამერიკელები იმ პირუტყვს ჰგვანან, რომელსაც დასაკლავად მიერეკებიან. ისინი ტირილით ამბობდნენ, რომ უკვე განწირულები და ცათა სასუფევლისთვის მკვდრები არიან. ისინი ტირილით მოუხმობდნენ ხალხს გაფრთხილდნენ და ჩიპი არ მიიღონ. მათ ჩიპების გამო მუდმივად სტკივათ თავი, ხოლო როდესაც მათ ლოცვის დაწყება სურთ, მათი ტვინი ისე ხურს, თითქოს ცეცხლში იწვის. ლოცვა მათ უკვე აღარ შეუძლიათ, კარგი გრძნობების განცდაც მათთვის შეუძლებელია. ამის გამო ისინი მხოლოდ ტკივილს განიცდიან. მათ ცნობიერებაზე გამუდმებული კონტროლი და ზემოქმედება ხდება პლანეტის მებისმიერ წერტილში თანამგზავრული სისტემის მეშვეობით. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ არ მიიღონ არც სხვადასხვა სახის პლასტიკური ბარათები, არც ჩიპიანი საბუთები, არც სხეულზე გამოისახონ ნიშანი და მით უმეტეს არავითარი საბაბით არ ჩაიდგან კანქვეშ ჩიპები". მეცნიერები განიხილავენ ტექნიკისა და კომპიუტერის კონსტრუირების შესაძლებლობაც, რომელიც ადამიანს შეუერთდება და ტვინის ბრძანებების მიხედვით ამოქმედდება. გარდა ამისა, მუშაობენ გამოსახულებათა გადამცემზეც, რომელიც უშუალოდ ადამიანის თვალში გამოსახულებების ტრანსლირებას მოახდენს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამგვარმა ტექნოლოგიამ შესაძლოა ფართო გამოყენება ჰპოვოს სამხედრო დარგში.
      ბრიტანელმა ფიზიოლოგიის პროფესორმა კევინ უორვიკმა და მისმა ცოლმა, უკვე ჩაიდგეს ჩიპები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევენ სახლში ჩართონ და გამორთონ შუქი, კომპიუტერი, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, გააღონ და დახურონ კარი. ამ წყვილს დისტანციური მართვის პულტები აღარ სჭირდებათ. უორვიკი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტექნოლოგია სულ მალე მოიპოვებს ფართო გავრცელებასა და პოპულარობას.
      ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ – საშიშროება არსებობს და ეს „რელიგიური ფანატიკოსების დაავადებული ტვინის ბოდვა" არაა, ეს რეალური საფრთხეებია. და იმ შემთხვევაშიც კი თუ კარგად მოვუსმენთ მოწინააღმდეგე მხარეს – „ახალი მსოფლიო წესრიგის" მენეჯერ–ორგანიზატორებსა და პროპაგანდისტებს – მივხვდებით, ადამიანები გულის სიღრმეში ხვდებიან, რასაც სჩადიან, მაგრამ გაჩერება უკვე აღარ უნდათ და აღარც შეუძლიათ. „ჩვენ ეშმაკის საქმე გავაკეთეთ", – აღირა ერთ–ერთმა ამერიკელმა, რომელმაც მონაწილეობა ატომური ბომბის შექმნაში მიიღო. ამ გამოთქმაში რეალური სურათია წარმოდგენილი. ვინ ასრულებს სამუშაოს სხვის მაგივრად? მისი მონა.


კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 179
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2016