Персональный сайт - ისტორია ბრილზე
                                                               სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია
ისტორია იგი,
დიდებული ტაძარია!..

(ისტორია ბრილზე)
ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რადგან არ ვივიწყებთ წარსულს,პატივს მივაგებთ
წინაპართა ხსოვნას,ისტორიას!კარგად გვესმის დიდი ილიას დარიგება-შეგონებანი...,,
დავიწყება ისტორიისა,თავის წარსულისა და ყოფილი ცხოვრების აღმოფხვრა
ხსოვნისაგან-მომასწავებელია სულით და ხორცით მოშლის,დარღვევის და მთლად
წარწყმედისა.წარსული-მკვიდრი საძირკველია აწმყოსი,როგორც აწყმო-მომავლისა''.
ეს სტატია მცირე ნაწილია მშობლიური კუთხის წარმოჩენის იმ დიდი ისტორიული
წარსულის ფონზე,რაც უხვად, ,,შეუფასებელ განძადაა განფენილი საქართველოს
სხვდასხვა კუთხეში.
ბრილი-ეს პატარა ისტორიული სოფელი ქართლში,მწვანეში ჩაფლული პატარა
სამოთხე,განთქმული ბროლის წყაროებით,რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა
გიორგი ლეონიძე და უკვდავების წყაროდაც კი მონათლა.

,,მოპატიჟება":შალვა აფხაიძე
,,მოდით,შეხედეთ ბრილის წყაროებს,
ლამაზი მთის ქვეშ როგორ უვლიათ!..''
არც ინტელიგენციის წარმომადგენელთა ყურადღების მიღმა დარჩენილა
სოფ. ბრილი!.. საინტერესოა ის ფაქტი,რომ საზოგადოების გარკვეულმა
ნაწილმა ყოველკვირეული გაზეთის ,,კვალი''-ს დაარსება სწორედ ბრილში
გადაწყვიტა.მსვლელობა კი შემდეგნაირი იყო...გ.წერეთელი დაახლოებული
იყო თუმანიშვილების ოჯახთან. მიხ.თუმანიშვილმა მოიწონა მისი ,,მგზავრის
წიგნები'' და შემდგომი მუშაობისათვის წაახალისა კიდეც ახალგაზრდა
მწერალი.საზოგადოებრივი მოღვაწეობა,მიზანთა და ინტერესთა ერთიანობა
ბოლოს საწინდარი გახდა იმისა,რომ ანასტასია თუმანიშვილი და გიორგი
წერეთელი შეუღლდნენ.ქორწინების შემდეგ,ახალდაქორწინებულთა
პატივსაცემად ნ.დიასამიძემ სოფელ ბრილში (გორის მაზრა)გამართა ნადიმი,
რომელსაც დაესწრნენ გორის მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები.
ამ შეხვედრის შესახებ უფრო ვრცლად მოგონებას გვაწვდის ცნობილი
მოღვაწე მიხეილ ხელთუბნელი:,,1891 წლის ზაფხულის ბოლოს გიორგიმ
და ანასტასიამ ჯვარი დაიწერეს ხელთუბნის ეკლესიაში.ამის შემდეგ ისინი
გიორგის სოფლის გორისისკენ გაემართნენ,საჩხერის ახლო.გზად მათ
შეიარეს სოფ. ბრილში- ხაშურსა და სურამს შუა- ნიკო დიასამიძისას,
რომელიც ანასტასიას ნათესავი იყო.ნიკო იყო თვალსაჩინო ფიგურა არა
მარტო გორში,არამედ თბილისშიც.შეძლებული მემამულე,არაფერს არ
ზოგავდა საზოგადო საქმიანობისათვის,მონაწილეობას იღებდა გორში
ქართული თეატრის მოწყობასა და სხვა ადგილობრივ საზოგადო საქმეში,
იძლეოდა ფულს სალიტერატურო გამოცემისათვის,ხოლო შემდეგ მან
თავისი ქონების თვალსაჩინო ნაწილი საზოგადო და საქველმოქმედო
საქმეებს უანდერძა.ნიკო დიასამიძე უახლოესი მეგობარი იყო აკაკი
წერეთლისა(რომელმაც 1897 წელს მას ლექსი უძღვნა)და ვანო მაჩაბლისა.
თბილისში მის ბინაზე იმართებოდა სალიტერატურო საღამოები
(ორშაბათობით),რომლებზედაც პოეტები თავის ახალ ნაწარმოებებს
კითხულობდნენ...
ანასტასიასა და გიორგის,როგორც საზოგადო მოღვაწეობის პატივისცემის
აღსანიშნავად თავის მამულში შესანიშნავი ნადიმი გაუმართა გორის
ინტელიგეციის მონაწილეობით.ამ ნადიმზე მყოფი სოფრომ მგალობლიშვილი
მოგვითხრობს,რომ ნიკოს უნდოდა ეს შემთხვევა გამოეყენებინა,რათა
,,ჯეჯილს''დახმარებოდა,მაგრამ ს.მგალობლიშვილს თავის მოგონებებში ის
არ უთქვამს,რაც მთავარი იყო,სახელდობრ:სწორედ აქ,ბრილში ერთი წლის
შემდეგ 1891 წლის 6(18)სექტემბერს შეკრებილმა თბილისისა და გორის
ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს საფუძველი ჩაეყარათ
ახალი ყოველკვირეული გაზეთის ,,კვალისათვის''.სტუმრებმა ხელი
მოაწერეს შემოწირულობის სიას-ვისაც რა შეეძლო 100-200 მანეთობით.
ჩვენამდე მოღწეული შავად დაწერილი ოქმი გვიჩვენებს,რომ გამომცემლად
დასახელებული იყო გიორგი წერეთელი,რომელსაც ყველა ნიშნის მიხედვით
ეკუთვნოდა ამ საქმის ინიციატივა,რედაქტორად-ალექსი ჭიჭინაძე.როდესაც
ანასტასიამ ,,მიიღო რა წერაკითხვის საზოგადოების დაპირება დახმარების
გაწევაზე,ანასტასიამ იყიდა საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი მეჯვრისხევის
გზის პირად.ამ საქმეში მას ნიკო დიასამიძე დაეხმარა''.
ნიკო იყო ინიციატივისა და პროგრესის მომხრე ადამიანი.თუმცა მას დიდი
განათლება არ ჰქონდა,მაგრამ კარგად უღებდა ალღოს ყველა სიახლეს და
ყველაფერს აკეთებდა ამ სიახლის დასამკვიდრებლად.
ქართული კულტურისა და ლიტერატურის მკვლევართათვის კარგადაა
ცნობილი ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის სათავადაზნაურო ბანკის
გარშემო წარმოქმნილი დავის შესახებ,რის გამოც ვანომ ბანკი დატოვა.
საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი.ნიკო დიასამიძე მაჩაბლის
მხარეზე აღმოჩნდა.როგორც ირკვევა,დიასამიძეებისოჯახს კარგი
ურთიერთობა არ ჰქონდა ილიასთან.შესაძლებელია,ამის მიზეზი იყო ისიც,
რომ ილიას სიმამრს თადეოზ გურამიშვილს მეორე ცოლად ჰყავდა
ნიკოს და მარიამი.
საერთოდ,ვანოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნიკო დიასამიძესთან.სწორედ
ნიკოს ოჯახში გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე ტასო ბაგრატიონ-
დავითაშვილი.იმ ხანებში ვანო მაჩაბელი ,,მაკბეტზე'' მუშაობდა და ამ
საქმით გატაცებულს ეზარებოდა კიდეც დიასამიძესთან წასვლა. ვ.ჭელიძე
წერს:,,მაჩაბელმა საათს დახედა და მხოლოდ ახლა გაახსენდა,რომ სადილად
ნიკო დიასამიძესთან იყო დაპატიჟებული.მუშაობაში გართულმა,ერთი
პირობა თითქმის გადაიფიქრა კიდეც წასვლა,მაგრამ საბოლოოდ მეგობრის
წყენას მოერიდა,მით უმეტეს კარგად იცოდა დიასამიძის ფიცხი ხასიათი''.
და ეს ,,ფიცხი ხასიათის'' კაცი იყო ნამდვილი მეგობარი და ვისაც გვერდში
დაუდგებოდა,ბოლომდე უერთგულებდა,ბოლომდე აგრძნობინებდა
თავდადებისა და სულიერი სიფაქიზის მომხიბვლელობას.
და მაინც,ნიკო დიასამიძე იყო ერის ბულბულის-აკაკი წერეთლის
უპირველესი მეგობარი.
როგორც ვთქვათ,ნიკოს კარგი სახლები ჰქონდა ბრილში,გორსა და
თბილისში.აქ ჩამოსული აკაკი ,ძირითადად,სწორედ ნიკოს სახლში
ცხოვრობდა ხოლმე ,,სადაც მას მასპინძლის ცოლი და შვილები
დიდის სიყვარულით თავს დასტრიალებდნენ''.
კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი: ალ.დიასამიძე იგონებს ,,1845 წ.
კრწანისის ბრძოლის ასი წლის თავზე აკაკი იმყოფებოდა სოფ.ბრილში
ნ.დიასამიძის ოჯახში.ერთ დილას ადგა,მოუხმო ნ.დიასამიძის შვილს,
მიხეილს და უთხრა:,,აბა მოამზადე ქაღალდი,მელანი,აიღე კალამი
ხელში და რაც გითხრა ჩასწერეო.იმ დილას დაწერა სწორედ ლექსი
,,11 ენკენისთვე''.კრწანისის ბრძოლის შესახებ.აკაკი უკარნახებდა,
მიხეილი კი სწერდა.კარნახის დროს,-მოგვითხრობს მიხეილ
დიასამიძე:-ავიხედე და ვხედავ,პოეტი ბოლთასა სცემს,თმები
აბურძგნული აქვს.თვალები უბრწყინავს.ეს იყო ნამდვილი პოეტური
შთაგონებით აღსავსე სახე.ჩემზე ისე იმოქმედა,რომ  წერის დროს
ვჩერდებოდი და მეშლებოდა.აკაკიმ შემნიშნა კიდეც:ბიჭო,რა
დაგმართნია სწერეო''. ნიკო იყო აკაკის ნაწარმოებების გამომცემელიც.
კერძოდ,როგორც ცნობილია,მან გამოსცა აკაკის ,,თამარ ცბიერი''. ამ
გამოცემის გამო 1876 წლის მარტის შუა რიცხვებში გაზეთ ,,ნოვოე
ობოზრენიეში'' გამოქვეყნდა დავით სოსლანის კრიტიკულ-
ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა,რის საპასუხოდაც 19 მარტს გაზეთ
,,ივერიაში'' აკაკიმ გამოაქვეყნა ,,მცირე რამ შენიშვნა'', სადაც იგი
განსაკუთრებით უსვამს ხაზს ნ.დიასამიძის დამსახურებას მისი
ნაწარმოებების გამოცემის გამო:,,გამოვიდა თუ არა ჩემი შავბედითი
თხზულება ,,თამარ ცბიერი'', ზოგიერთებმა რუსულ გაზეთებში
თანვე მოაყოლეს კილვა,რომ საკადრის ქაღალდზე არ დაუბეჭდიათ
და რიგიანად ვერ გამოუციათო.მე კი ჩემის მხრით გულითადად
მადლობას ვსწირავ ბატონ ნ.დიასამიძეს,როგორც გამომცემს''.
1884 წელს ბრილში ეგზეკუცია ჩააყენეს,რამაც კიდევ უფრო
დაამძიმა გლეხთა მდგომარეობა.ამას დაერთო ისიც,რომ სოფლის
მოსახლეობას გადაუკეტეს სასმელი წყარო.ეს ის წყაროა,
რომელმაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოხიბლა ქართული
პოეზიის ბერმუხა,გიორგი ლეონიძე.პოეტმა თავისი აღფრთოვანება
გამოხატა უმშვენიერეს ლექსში ,,ბრილის წყარო''.
  ,,ბრილი,ბროლი
                      დატბორილი,
       უშრეტელი ვერცხლის
                               წყარო,
წმინდა,როგორც
                    ხალხის გული
  სადღაც ქართლში
                 მოცინცხალობს''.







კალენდარი
«  იანვარი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 180
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2017