Персональный сайт - ბრილის წყაროები
                                                               სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია
ბრილის წყარო

ბრილი... ბროლი დატბორილი,
უშრეტელი ვერცხლის წყარო,
წმინდა, როგორც ხალხის გული,
სადღაც ქართლში მოცინცხალობს,

შიგ ცის კალთა თუ ჩაირხა,
მოსჩქეფს, მოშხეფს უთავებლად...
შესვი პეშვი, უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება?!

ერთს ვინდომებ: ვით მინდორ-ველს
ესხურება ბროლის ცვარი,
ყოფილიყოს ჩემი სიტყვაც
ხალხის გულზე გადამწვდარი.

და ვით ხალხი ― ბროლის წყარომ,
ისე ხალხმა შეიწყნაროს!

*

წყაროსავით მეც მყოლოდეს
ბევრი, ბევრი მეგობარი,
რომ მასავით ვატრიალო
ლექს-წისქვილის მე ბორბალი...

და რომ ყველას, ყველას გული
იყოს წმინდა, როგორც არი
ოქროს ცვარი...

*

ნეტამც ნატვრა ამისრულდეს,
სანატრელი, მე რომ მინდა,
ამოდუღდეს წყაროები,
წკრიალა და გემოწმინდა.

ჩუხჩუხებდნენ კაშკაშებდნენ
თვით სამშობლოს გარისგარად,
ჩქარა,
ჩქარა!

*

ბრილი... ბროლი თუ ჩაირხა,
მოსჩქეფს, მოშხეფს უთავებლად…
შესვი პეშვი, უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება!
გიორგი ლეონიძე
(1900 - 1966)





ბრილის წყაროები

მოდით შეხედეთ ბრილის წყაროებს,
მშობლიურ მიწას ქვეშ რომ უვლია
მთელი ხმით იტყვით,რომ ჭეშმარიტად
ჩვენი ქვეყანა სასწაულია.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...
ვერ დაძლევთ სურვილს,რომ არ შეჩერდეთ,
არ შეისხუროთ შუბლზე ეს წყალი,
აავსებთ პეშვს და ნახავთ როგორ დუღს
და როგორ ცვივა მას ნაპერწკალი.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...
ყელმოღერილი ხუთი ჩანჩქერი
აძლევს დასაბამს ბრილის დიდღელეს
გაგრილებული მის მიერ გული,
რომ არ უნდოდეს მაინც იმღერებს.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...
მიდის იშლება შემდეგ დიდ ველზე
იგი წყალუხვი და მოკამკამე,
ლაღად გაშლილი ბაღჩა-ბაღები
ძლიერ ფესვებით მას უხვად სვამენ.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...
მიდის ხალისით ის ყანებს შორის,
როგორც ჩვენი გზა სიმართლისაკენ
და რასაც ვხადავთ,აქ ყოველივე
დიდ შრომისაა ნამდვილი სარკე.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...
მადლობელი ვარ ამ წმინდა მიწის
გული სიამით სიომ ამიძგერა,
როგორც ყოველი-სოფელი ბრილიც
არის შრომის და მშვიდობის კერა.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...
ბუნებას თავის ნორჩი საუნჯე
ამ მიდამოში დაუბერტყია
მართლაც რაც ვნახე თავის მშვენებით
ის სიცოცხლეზე თითქოს მეტია.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...
უფრო წმინდაა სოფლის ლაჟვარდი,
მე სიყვარულით რომ გადამძალა
დიდება დიდ ხალხს,მადლიან შრომით
რომ ზრდის ამ მიწის სიცოცხლის ძალას.
...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...   ...  
ბრილში ვარ,ბრილის წყალს დახარბებით
ვსვამ პეშვით,მაგრამ მაინც მწყურია
და ვამბობ ჩემთვის:ჩვენს ქვეყანაში
მართლა რა დიდი სასწაულია.
                                                        /შალვა აფხაიძე/

კალენდარი
«  მარტი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 180
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2017